მიმდინარე წლის 28 ნოემბერს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი, პროფესორი პარმენ ხვედელიძე შეხვდა უნივერსიტეტის სტუდენტებს და აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემიის საერთაშორისო სტუდენტური პროგრამა გააცნო, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
1. სამოქალაქო ინჟინერია;
2. ელექტრო ინჟინერია;
3. საზღვაო არქიტექტურა და საზღვაო ინჟინერია;
4. ოპერციების კვლევა;
5. საზღვაო გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მეცნიერებები;
6. მართვა და ხელმძღვანელობა;
7. საინჟინრო მექანიკა;
8. მენეჯმენტი.
სტუდენტების დაინტერესებ აგამოიწვია საზღვაო მეცნიერებების შესწავლის შესაძლებლობამ. სტუდენტთა განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია სწავლის ხელსაყრელმა პირობებმა.