agia kart
agia kart
avtorizacia
student
galerea

 

სასარგებლო ბმულები

ban1 ban2
ban3 ban4
ban5 ban6
Logo EN

5traa.jpg

2016 წლის 15 დეკემბერს, ბათუმში, გაიმართა  ,,განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის“ მიერ ორგანიზებული სემინარი ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებისა და განათლების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება“. სემინარს ესწრებოდნენ სხავადსხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის კერძო აჭარაში მოქმედი კომპანიებისა და საწარმოებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებათა წარმომადგენლები. სემინარზე განხილული იქნა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა დასაქმებისა და განათლების პროცესში არსებული პრობლემები, მათი გადაჭრის გზები, საზოგადოების დესტიგმატიზაციისა და სტერეოტიპებისაგან გათავისუფლების გზები.

შეხვედრას ესწრებოდა ბნსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, რექტორის მოადგილე ნათია მიქელთაძე. დაიგეგმა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის შემდეგი თანამშრომლობა ,,განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან“, განსაკუთრებული საჭიროების მქონე სტუდენთა სასწავლო პროცესში სრულყოფილი ინტეგრაციის პრობლემურ საკითხებზე ერთობლივი მუშაობის მიზნით.

© 2016 ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

Created by: GmmStudio   ვებ გვერდის ძველი ვერსია

საიტი ბოლოს განახლდა: 18.10.18.