2016 წლის 20 დეკემბერს აჭარის ლოჯისტიკის, ტრანსპორტისა და გადამზიდავთა ასოციაციის ორგანიზებით მეზღვაურთა დასაქმების და განათლების სფეროს ორგანიზაციების ხარისხის მენეჯერებს ჩაუტარდათ ტრენინგი, იმ ფუნდამენტურ და პრინციპულ ცვლილებებთან, მათშორის რისკების მართვასთან დაკავშირებით, რომლებიც განხორციელდა საერთაშორისო სტანდარტ ISO 9001-ს ახალ 2015 წლის ვერსიაში.
ტრენინგი ჩატარდა აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აქტიური მხარდაჭერით. მსმენელებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პალატის თავმჯდომარემ ბატონმა თამაზ შავაძემ.
სემინარის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობდნენ საკონსულტაციო და სასერტიფიკაციო ორგანიზაციების წარმომადგენლები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ცვლილებების და ნერგვის მეთოდებსა და ინსტრუმენტებზე.
სემინარის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერიფიკატები და გაიმართა თავისუფალი დისკუსია. ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტიდან აღნიშნულ სემინარს ესწრებოდა ხარისხის მენეჯერი ოთარ ცინცაძე