2017 წლის 6 მარტს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ ფოთის რესუსრცნტრს, შეხვდნენ და ესაუბრნენ ფოთის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დირექტორებს, წარუდგინეს მათ პრეზენტაცია ბნსუ-ს მატერიალურ-ტექნიკური რესურსის, საგანმანათლებლო პროგრამების, საგანმანათლებლო რესურსის, სტუდენტური ცხოვრების, უნივერსიტეტის პრიორიტეტებისა და საგანმანათლებლო პრივილეგიების შესახებ, გასცეს პასუხები პრეზენტაციის პროცესში წამოჭრილ შეკითხვებს. ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი უხდის გულითად მადლობას შეხვედრის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, ასევე რესურსცენტრის ხელმძვანელს გულისხმიერებისა და აღმოჩენილი თანადგომისთვის.