2017 წლის 27 თებერვალს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ ჩაქვისა და ქობულეთის 1-ლ საჯარო სკოლებს. აბიტურიენტებთან შეხვედრაზე ბნსუ-მ წარადგინა პრეზენტაცია დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური რესურსის, საგანმანათლებლო პროგრამების, საგანმანათლებლო რესურსის, სტუდენტური ცხოვრების, უნივერსიტეტის პრიორიტეტებისა და საგანმანათლებლო პრივილეგიების შესახებ. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა პასუხი გასცეს აბიტურიენტთა და პედაგოგთა შეკითხვებს. ბნსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები ესაუბრნენ აბიტურიენტებს საუნივერსიტეტი ცხოვრების მათთვის საინტერსო საკითხებზე. ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი უხდის გულითად მადლობას შეხვედრის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს.