2017 წლის 21 მარტს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ ქედის მუნიციპალიტეტის რესუსრცნტრს, შეხვდნენ და ესაუბრნენ სკოლების დირექტორებსა და მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლე აბიტურიენტებს. დაწესებულების წარმომადგენლებმა წარუდგინეს მათ პრეზენტაცია ბნსუ-ს მატერიალურ-ტექნიკური რესურსის, საგანმანათლებლო პროგრამების, საგანმანათლებლო რესურსის, სტუდენტური ცხოვრების, უნივერსიტეტის პრიორიტეტებისა და საგანმანათლებლო პრივილეგიების შესახებ, გასცეს პასუხები პრეზენტაციის პროცესში წამოჭრილ შეკითხვებს. ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი უხდის გულითად მადლობას შეხვედრის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს.