2017 წლის 3-7 აპრილს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორებმა ქეთევან გოლეთიანმა, ბადრი გეჩბაიამ, ნათია მიქელთაძემ, ნატალია ჭყონოიამ, ეკატერინე ჩიქოვანმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაში ,,უკრაინა-ევროკავშირი: თანამედროვე ტექნოლოგიები, ბიზნესი და სამართალი. კონფერენციის საზეიმო გახსნა შედგა ქ. ბრატისლავაში (სლოვაკეთი). ბნსუ-ს რექტორის მოადგილემ ნ. მიქელთაძემ კონფერენციის მონაწილეებს გადასცა ბნსუ-ს რექტორის, პროფესორ პარმენ ხვედელიძის ოფიციალური მიმართვა. კონფერენციის პრეზიდიუმის შემადგენლობაში იმუშავეს ბნსუ-ს პროფესორებმა ქეთევან გოლეთიანმა და ბადრი გეჩბაიამ. ბნსუ-ს პროფესორები წარსდგენენ კონფერენციაზე სამეცნიერო ნაშრომების თეზისებით. სლოვაკეთის, უკრაინის, პოლონეთის, უნგრეთის, საქართველოს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო საზოგდოებების წარმომადგენლებმა იმსჯელეს უმაღლესი განათლების როლზე ევროინტეგრაციის საკითხთან მიმართებაში, გაუზიარეს ერთმანეთს ინოვაციური იდეები და დაგროვილი გამოცდილება.
კონფერენციის გასვლითი სესია გაიმართა ქ. ვენაში (ავსტრია). კონფერენციის დახურვის საზეიმო ცერემონიაზე მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. კონფერენციის მონაწილეთა სატატიები გამოქვეყნებულია კონფერენციის კრებულში.