agia kart
agia kart
avtorizacia
student
galerea

 

სასარგებლო ბმულები

ban1 ban2
ban3 ban4
ban5 ban6
Logo EN

bntukonferecia2017_2.jpg

2017 წლის 24 ივნისს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიხსნა მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მესამე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,თანამედროვე საზღვაო ტექნოლოგიები, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სასწავლო-საწვრთნელ ცენტრ ,,ანრის“, ასევე, კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის, ვადიმ ჰელტმანის სახელობის კიევის ეროვნული ეკონომიკური უნივერსიტეტის, ცენტრალური უკრაინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, ნიკოლაევის ადმირალ მაკაროვის სახელობის გემთმშნებლობის ეროვნული უნივერსიტეტის, ჩერნიგოვის ეროვნული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესორებმა და ლექტორ-მასწავლებლებმა. კონფერენცია საზეიმოდ გახსნეს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა პარმენ ხვედელიძემ და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის საგენტოს დირექტორმა, ბატონმა მამუკა ახალაძემ. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ბატონმა მირიან ქათამაძემ, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა ერმილე მესხიამ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, ქალბატონმა ნათია წიკლაშვილმა.

კონფერენციაზე განხილულ იქნა საზღვაო დარგის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური პრობლემები, მათი გადაჭრის სავარაუდო გზები, ასევე,  განათლების ეკონომიკის თანამედროვე საკითხები. კონფერენციის მონაწილეების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორის, ქალბატონი ელენე ხარაბაძის, ბნსუ-ს პროფესორის, ბატონი თენგიზ აფხაზავას, კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის მეწარმეობის ეკონომიკის კათედრის გამგის, ეკონომიკურ მეცნიერბათა დოქტორის, პროფესორ ელენა გრიშნიოვას, ვადიმ ჰელტმანის სახელობის კიევის ეროვნული ეკონომიკური უნივერსიტეტის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორს ირინა კალენიუკის, ამავე უნივერსიტეტის საერთასორისო მენეჯმენტის კათედრის გამგის, პროფესორ ევგენი პანჩენკოს ვრცელმა და ფუნდამუნტურმა მოხსენებებმა.

კონფერენცია ძალზე ნაყოფიერად წარიმართა. მისი მასალების სრულყოფილად ნახვა შესაძლებელია ჟურნალის ,,ეკონომიკური ინოვაციების და მართვა“ მორიგ ნომერში.  

bntukonferecia2017-1
bntukonferecia2017-3
bntukonferecia2017-4
bntukonferecia2017-5
bntukonferecia2017-6
bntukonferecia2017-7
bntukonferecia2017-8
bntukonferecia2017-9
bntukonferecia2017-10
bntukonferecia2017-12
bntukonferecia2017-11
bntukonferecia2017-13
bntukonferecia2017-14
bntukonferecia2017-15
bntukonferecia2017-16
bntukonferecia2017-17
bntukonferecia2017-18
bntukonferecia2017-20
bntukonferecia2017-19
bntukonferecia2017-21
bntukonferecia2017-22
bntukonferecia2017-24
bntukonferecia2017-23
bntukonferecia2017-25
bntukonferecia2017-26
bntukonferecia2017-27
bntukonferecia2017-28
bntukonferecia2017-29
bntukonferecia2017-31
bntukonferecia2017-30
bntukonferecia2017-33
bntukonferecia2017-32
bntukonferecia2017-34
bntukonferecia2017-35
bntukonferecia2017-36
bntukonferecia2017-37
bntukonferecia2017-38
bntukonferecia2017-39
bntukonferecia2017-40
bntukonferecia2017-41
bntukonferecia2017-42

© 2016 ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

Created by: GmmStudio   ვებ გვერდის ძველი ვერსია

საიტი ბოლოს განახლდა: 19.06.18.