31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეა. ბნსუ-ში, ტრადიციისამებრ გაიმართა ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. უნივერსიტეტის პროფესორმა, ბატონმა ვალერიან იმნაიშვილმა სტუდენტებს ჩაუტარა ღია ლექცია თემაზე ,,შავი ზღვა - დაბინძურების პრობლემები". ლექციამ სტუდენტთა და ლექტორ-მასწავლებელთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. საუბარი წარიმართა შავი ზღვის აქტუალურ პრობლემებსა და ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების როგორც ქმედით, ისე პრევენციულ ზომებზე. ლექციის ბოლოს გაიმართა დოს
კუსია.