2017 წლის 25 დეკემბერს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა პრაქტიკული კონფერენცია სახელწოდებით ,, უდიდესი საზღვაო კატასტროფები". კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ბნსუ-ს 12 სტუდენტის 6 ნაშრომი. კონფერენციის სამეცნიერო ხელმძღვანელი და ორგანიზატორია ბნსუ-ს პროფესორი, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა კათერდის გამგე, ქალბატონი ნაირა ტაბიძე. კონფერენციის პრაქტიკულ ნაწილში აქტიური მონაწილეობა მიიღეს და სტუდენტთა შეკითხვებს უპასუხეს ბნსუ-ს რექტორმა, პროფესორმა პარმენ ხვედელიძემ, პროფესორმა დურსუნ ცინცაძემ, პროფესორმა როლანდ რიჩკოვმა. პრაქტიკული კონფერენციის დასასრულს, ბნსუ-ს კანცლერმა ლალი ხვედელიძემ შეაჯამა მიმდინარე სემესტრში განხორცილებეული სამეცნიერო მუშაობა და სამომავლო წარმატებები უსურვა სტუდენტებსა და ლექტორ-მასწავლებლებს.