2018 წლის 12 თებერვალს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა მეორე ეროვნული სტუდენტური ბიზნეს-ოლიმპიადის ,,ერთად ვაშენოთ საქართველო“ პროექტის პრეზენტაცია. პროექტის განხორციელება იგეგმება 2018 წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით. პრეზენტაცია წარადგინეს ეკონომიკური განათლებისა და განვითარების ცენტრის დირექტორმა, ქალბატონმა ნინო ტალახაძემ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ეკონომიკური განათლებისა და განვითარების ცენტრის კოორდინატორმა, ქალბატონმა გულნაზ ერქომაიშვილმა. მათ გააცნეს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს ოლიმპიადაში მონაწილეობის პირობები. დაიგეგმა ოლიმპიადის ორგანიზატორთა სამუშაო შეხვედრა ბნსუ-ს სტუდენტებთან.