2018 წლის 16 მარტს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა პროფესორ ქეთევან გოლეთიანის სამეცნიერო სემინარი ,,ორგანიზაციული კულტურის როლი სტრესების მართვისა და კონფლიქტების დარეგულირების პროცესში.“ სემინარზე განხილული იქნა ორგანიზაციული კულტურა, როგორც სწორი მენეჯმენტის ერთ-ერთი ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი, სტრესების როლი ორგანიზაციათა ეფექტიანობის კლებაში, კონფლიქტების წარმოქმნის წყაროები და მათი დარეგულირების გზები და საშუალებები. გარდა სამეცნიერო ღირებულებისა, სემინარს ჰქონდა მაღალი პრაქტიკული ღირებულებაც, რადგან, მას მოჰყვა აქტიური დიკუსია. სამეცნიერო სემინარის დასარულს, ბნსუ-ს ადმინსტრაციის ხელმძღვანელის - კანცლერის ინიციატივით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ჩატარდეს შიდასაუნივერსიტეტო კვლევა სტრესებისა და კონფლიქტების მართვის საკითხებთან დაკავშირებით, რომლის შედეგებიც მოემსახურება ბნსუ-ს მენეჯმენტის პოლიტიკის გაუმჯობესება და სამუშაო პროცესის ხარისხის ამაღლებას.