2018 წლის 21-24 მარტს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში, ახალი სტრატეგიული გეგმის შემუშავების ფარგლებში (2019-2025) შედგა ბნსუ-ს სტრუქტურული ერთეულების განვითარების კონცეფციათ აგანხილვები. განხილვებს ესწრებოდნენ ბნსუ-ს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლები, აკადემიური და მოწვეული პირები, ადმინისტრაციისა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები. 21 მარტს განხილულ იქნა პერსონალის მართვის სისტემის განვითარების კონცეფცია. 22 მარტს ფაკულტეტის განვითარებისა და კათედრების განვითარების კონცეფციები. 23 მარტს ერთიანი საინფორმაციო სივრცის სისტემის განვითარებისა და ბიბლიოთეკის განვითარების კონცეფციები, 24 მარტს განათლების ხარისხის მართვისა და პროფესიული განათლების დეპარტამენტის განვითარების კონცეფციები. ყოველი კონცეფციის წარდგენა მოხდა პრეზენტაციის სახით შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთა მიერ.