2018 წლის 22 მარტს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ გემთმფლობელი კომპანიის Benetech Shipping SA სუპერინტენდატი ბატონი იოანის პაგკალოსი და საკრუინგო კომპანია ,,ელვიქტორის“ დირექტორი, ბატონი სოსლან ჩხაიძე. ვიზიტის მიზანს შეადგენდა ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში სასწავლო გარემოსა და საგანამანთლებლო სივრცის შესწავლა, სტუდენტებთან გასაუბრება და მათი დასაქმების მიზნით, ბნსუ-სთან შემდგომი თანამშრომლობის გეგმის დასახვა.