2018 წლის 26 მარტს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა ღია კარის დღე აბიტურიენთათვის. უნივერსიტეტში გაცნობითი ვიზიტით იმყოფებოდნენ შპს ,,ბათუმის მომავლის სკოლის“ მეთორმეტე კლასის მოსწავლეები. მათ დაათვალიერეს უნივერსიტეტი, გაეცვნენ ბნსუ-ს მატერიალ-ტექნიკური ბაზის შესაძლებლობებს, მოისმინეს ინფორმაცია ბნსუ-ში განხორცილებადი საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ; ასევე, ისაუბრეს ბნსუ-ს სტუდენტურ სერვისებზე, შეღავათებისა და წახალისების სისტემაზე, გაესუბრნენ ბნსუ-ს ადმინისტრაციას.