2018 წლის 27 მარტს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი, პროფესორი პარმენ ხვედელიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატ ვაჟა შავიშვილთან ერთად, ესტუმრა ციხისძირის საჯარო სკოლას. პარმენ ხვედელიძე ესაუბრა სკოლის მოსწავლეებს საზღვაო დარგისა და საზღვაო განათლების შესახებ, გაუზიარა მათ თავისი გამოცდილება, მოუყვა იმ დადებითი მხარეებისა და სირთულეების შესახებ, რომლებიც საზღვაო პროფესიებს ახლავს თან. ასევე, პროფესორმა პარმენ ხვედელიძემ ისაუბრა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პრიორიტეტებზე, იმ განსაკუთრებულ სასწავლო გარემოზე, რომელსაც ბნსუ სთავაზობს სწავლის მსურველებს. შეხვედრა გაგრძელდა დისკუსიით, რომელმაც წარმოაჩინა მოსწავლე- ახალგაზრდობის დიდი ინტერესი საზღვაო პროფესიების მიმართ.
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი მადლობას უხდის ციხისძირის საჯარო სკოლის ხელმძღვანელობასა და ქობულეთის საკრებულოს დეპუტატს, ბატონ ვაჟა შავიშვილს შეხვედრის ორგანიზებისათვის.