2018 წლის 20 აპრილს შპს „ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში“ ჩატარდა თეორიული სწავლება და პრაქტიკული წვრთნები სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელსაც ესწრებოდა ბნსუ პერსონალი.
თეორიული სწავლება ჩაატარა შპს „ლაშვარდის“ სახანძრო უსაფრთხოების სწავლების ინსპექტორმა ქალბატონმა მირანდა კვაჭაძემ. თეორიული სწავლების შემდეგ გამოცხადდა განგაში და მოხდა პერსონალის ევაკუაცია ძირითადი და დამხმარე კიბეების საშუალებით. დასასრულს ბნსუ სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირმა ბატონმა ნიკოლოზ ლეშოკმა შექმნა ხანძრის კერა და პრაქტიკულად აჩვენა ცეცხლის ქრობის პროცესი, რომელშიც ჩართული იყო ბნსუ პერსონალი. ცეცხლის ქრობა განხორციელდა ფხვნილოვანი და ნახშირორჟანგის ცეცხლმაქრების მეშვეობით.
სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სწავლება და პრაქტიკული წვრთნები წარმატებით დასრულდა.