
2018 წლის 18 აპრილს, 12 საათზე, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ბნსუ-ს ბიბლიოთეკის განვითარების კონცეფციისა (ბნსუ-ს სტრატეგიული განვითარების გეგმის (2019-25) ფარგლებში) და ბნსუ-ს ბიბლიოთეკაში მიმიდინარე სასწავლო წლის მანძილზე დანერგილი სიახლეების წარდგენა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ბნსუ-ს სტუდენტებმა, აკადემიურმა პერსონალმა და ადმინისტაციის წარმომადგნელებმა. ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მაკა გეგეშიძემ და ბიბლიოთეკის წამყვანმა სპეციალისტებმა ინგა ქავჟარაძემ და ნინო ძნელაძემ დაწვრილებით ისაუბრეს ბიბლიოთეკის ამჟამინდელ მდგომარეობასა და განვითარების პერსპექტივებზე, მიაწოდეს ბიბლიოთეკის მომხმარებლებს ინფორმაცია ბიბოთეკის მატერიალურ-ტექნიკური განახლებების შესახებ.