agia kart
sienc ka
avtorizacia
studentt
galerea

 

სასარგებლო ბმულები

ban1 ban2
ban3 ban4
ban5 ban6
Logo EN

 vaqcia.jpg

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის N16 განკარგულების საფუძველზე - „წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ (განთავსებულია განცხადებებში) სავალდებულოა სკოლამდელი აღზრდისა და ზოგად, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში არასრულად აცრილი ან აუცრელი პირების გამოვლენა და ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრებისათვის.
გთხოვთ, მიმდინარე წლის 01 მარტის ჩათვლით წარმოადგინოთ სამედიცინო დაწესებულების (თქვენი უბნის პოლიკლინიკის) მიერ გაცემული აცრის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა, რომლის გაცემაც უფასოა. აღნიშნული დოკუმენტი შეგიძლიათ წარმოადგინოთ მატერიალური სახით ბნსუ-ს კანცელარიაში. გაცნობებთ, რომ ცნობის წარმოდგენა სავალდებულოა ყველა სტუდენტისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაზაფხულის სემესტრისთვის შეგეზღუდებათ სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაზე წვდომა, შესაბამისად ვერ დარეგისტრირდებით სასწავლო კურსებზე, ხოლო 04 მარტამდე აცრის დამადასტურებელი ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ბნსუ-ს მიერ განიხილება სტუდენტის სტატუსის შეჩერება საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის N16 განკარგულების საფუძველზე.

© 2016 ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

Created by: GmmStudio   ვებ გვერდის ძველი ვერსია

საიტი ბოლოს განახლდა: 18.06.19.