agia kart
sienc ka
avtorizacia
studentt
galerea

 

სასარგებლო ბმულები

ban1 ban2
ban3 ban4
ban5 ban6
Logo EN

55.jpg

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის თანამშრომლები დაესწრნენ. ღონისძიების მიზანი საქართველოში მოქმედ ბიზნესკომპანიებში ქალების გაძლიერებას ემსახურება.

„გააძლიერე შენი ბიზნესი ქალთა გაძლიერებით“- ეს ღონისძიების მთავარი გზავნილია. როგორ უნდა იქნას დაცული ქალთა უფლებები და აღმოიფხვრას ქალთა მიმართ ძალადობა? ქალთა განათლება და სპეციფიური უნარ-ჩვევების გაძლიერება, სტერეოტიპების მსხვრევა და თვითრეალიზაციის ხელშეწყობა- საკითხები ფორუმის ფარგლებში იქნა განხილული.

ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ბნსუ-ს კანცლერმა ლალი ხვედელიძემ, ასევე მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის სტუდენტმა ანასტასია ქაჯაიამ.

ეკონომიკური ფორუმი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ორგანიზატორი გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ იყო.

არასამთავრობო ორგანიზაცია მიზნად საქართველოში თანასწორუფლებიანი, არაძალადობრივი და აქტიური საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს. საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის დამსამკვიდრებლად, ქალთა გაძლიერებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი როლის გაზრდისთვის სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი კი მგავსი ტიპის ღონისძიებებში პერმანენტულად ერთვება. 

11
33
22
444
55

© 2016 ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

Created by: GmmStudio   ვებ გვერდის ძველი ვერსია

საიტი ბოლოს განახლდა: 22.08.19.