agia kart
sienc ka
avtorizacia
studentt
galerea

 

სასარგებლო ბმულები

ban1 ban2
ban3 ban4
ban5 ban6
Logo EN

IMG_3570.JPG

„მთავარი ასპექტები პრაქტიკანტი მეზღვაურების პირველი საფეხურისთვის“ -თემაზე საჯარო ლექცია  გაიმართა. კაპიტანმა ნუგზარ ბოლქვაძემ ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტისა და მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის სტუდენტებს ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი გააცნო, რაზეც მომავალმა მეზღვაურებმა შორეულ ნაოსნობაში წასვლისას ყურადღება უნდა გაამახვილონ.

რა მომზადება უნდა გაიარონ პრაქტიკანტმა სტუდენტებმა გემზე ასვლამდე და რა თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას უნდა ფლობდნენ იმისთვის, რომ უსაფრთხო გარემოში მუშაობა შეძლონ? უსაფრთხოების წესების დაცვა, გათვიცნობიერების ეტაპები, ერთმანეთთან კომუნიკაცია, უფლება-მოვალეობები, დოკუმენტაციასთან და ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხები - ახალგაზრდებს დეტალები მოქმედმა კაპიტანმა საკუთარი გამოცდილების საფუძველზე და მაგალითებზე გააცნო.

შეხვედრაზე რამდენი შემთხვევა იქნა განხილული, მათ შორის ხანძარი, მეკობრეების თავდასხმა, გემის არასწორი მანევრირება და ავარიული მდგომარეობა.

კაპიტანმა ნუგზარ ბოლქვაძემ ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს ასევე გააცნო დახურულ სათავსოებში შესვლამდე აუცილებელი წესები, პროცედურები და ის საფრთეები, რის წინაშეშეც შესაძლოა მეზღვაურები დადგნენ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში მსგავსი ტიპის საჯარო ლექციები სამომავლოდაც გაიმართება.

IMG3591
IMG3585
IMG3598
IMG3603
IMG3607
IMG3570
IMG3600
IMG3617
IMG3618
IMG3638
IMG3643
IMG3648
IMG3618
IMG3679

© 2016 ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

Created by: GmmStudio   ვებ გვერდის ძველი ვერსია

საიტი ბოლოს განახლდა: 22.08.19.