agia kart
sienc ka
avtorizacia
student
galerea

 

სასარგებლო ბმულები

ban1 ban2
ban3 ban4
ban5 ban6
Logo EN

56fbd6bbed798.jpg

 

საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე- საჯარო ლექციას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების, მათ შორის ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები დაესწნენ. ღონისძიება ბათუმში ევროპის დღეების ფარგლებში გაიმართა. ახალგაზრდებს ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანების მნიშვნელობაზე საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ლევან დოლიძე ესაუბრა.

განიხილეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის: რა გზა განვლო საქართველომ და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პროცესი დაჩქარდეს, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ჩართულობა ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესში და რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა, რა პერსპექტივები აქვს ქვეყანას ამ მიმართულებით და რა საკითხებზე უნდა ვიმუშაობთ იმისთვის, რომ არ მოხდეს დეზინტეგრაცია.

„საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია ორი რამ: პირველი- შევინარჩუნოთ ძალისხმება იმისთვის, რომ არ ჩამოვრჩეთ პროცესებს და მეორე- მოვახდინოთ პრაქტიკული, ფუნქციური ინტეგრაცია. ამის ნათელი მაგალითია სავიზო რეჟიმის გაუქმება. წლების წინ ეს ყველასთვის, მათ შორის ჩემთვისაც წარმოუდგენელი იყო, მაგრამ დღეს უკვე გვაქვს ეს რეალობა. აქცენტი უნდა გაკეთდეს რეგიონებზე, მათ შორის აჭარაზე. სწორედ ამიტომ უნდა შეიქმნას შავი ზღვის თანამშრომლობის ცენტრი, რომელიც ამ მიმართულებით აქტიურად იმუშავებს“- განაცხადა ლევან დოლიძემ.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ კი ყურადღება ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებებზე გაამახვილა. ივანე აბაშიძემ ისაუბრა მეზღვაურებზე, როგორც ერთერთი უმნიშვნელოვანესი პროფესიის წარმომადგენლებზე, რომლებსაც ქართული მომსახურება გააქვთ ექსპორტზე.

საჯარო ლექცია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა ოთხი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა მიიღეს. ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი მსგავსი ტიპის პროექტებში პერმანენტულად ერთვება.

პროექტი „ევროპის დღეები“ “საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ”, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით უკვე მეშვიდე წელია ხორციელდება და მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, ასევე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებაა. „ევროპის დღეები 2019“ 23 მაისამდე გაგრძელდება.

IMG4990
IMG4995
IMG4996
IMG5002
IMG5055
IMG5027
IMG5022
IMG5031
IMG5044

© 2016 ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

Created by: GmmStudio   ვებ გვერდის ძველი ვერსია

საიტი ბოლოს განახლდა: 23.05.19.