agia kart
sienc ka
avtorizacia
studentt
galerea

 

სასარგებლო ბმულები

ban1 ban2
ban3 ban4
ban5 ban6
Logo EN

9.jpg

"ბათუმის ურბანული ტრანსპორტის გამოწვევები“- თემაზე საჯარო ლექცია ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებმა და თანამშრომლებმა საქართველოში გაეროს განვითარების (UNDP) პროექტის „მწვანე ქალაქების“ ხელმძღვანელის მოხსენება მოისმინეს. ლაშა ნაკაშიძემ მიმოიხილა სატრანსპორტო დაგეგმარების ის მიდგომები და პრაქტიკული მეთოდები, რომლებიც გამოყენებული იქნა ბათუმის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სამოქმედო გეგმის შემუშავების დროს.

პროექტ „მწვანე ქალაქის“ ფარგლებში მომზადებული ურბანული ტრანსპორტის სამოქმედო გეგმა ბათუმის საკრებულომ გასულ წელს დაამტკიცა.შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო სატრანსპორტი გეგმის ძირითადი მიმართულებები საზოგადოებრივი ტრანსპორტის, პარკირების, ველოსისტემების, ელექტრო-მობილების მიმართულებით.

საუბარი შეეხო 2018-2020 წლებში განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებს, როგორიც არის მიკროავტობუსების რაოდენობის განახევრება, საავტობუსო ქსელის ოპტიმიზაცია, ელექტრო ავტობუსების დამატება, საათობრივი პარკირების სისტემის შემოღება ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, ჭავჭავაძე-აბუსერიძე-აღმაშენებლის ქუჩებზე ავტობუსისთვის განკუთვნილი სავალი ზოლების მოწყობას და ველობილიკების ოპტიმიზაციას.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა. ბნსუ-ს სტუდენტებმა და აკადემიურმა პერსონალმა, წარმოადგინა საკუთარი მოსაზრებები ბათუმის სატრანსპორტო გამოწვევებთან მიმართებაში, ასევე სამოქმედო გეგმით გავთვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

1
2
3
4
5
7
6
8
9

 

© 2016 ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

Created by: GmmStudio   ვებ გვერდის ძველი ვერსია

საიტი ბოლოს განახლდა: 13.09.19.