ახალი ამბები
შეხვედრა ბნსუ-ში
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს ლატვიის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის დელეგაციის წევრები სტუმრობდნენ. შეხვედრას რექტორი კრისტინა ცარიოვა, ფინანსური მენეჯერი ირინა სკურსკა, ბნუს-ს რექტორი პარმენ ხვედელიძე, კანცლერი ლალი ხვედელიძე, ბნსუ-ს პრაქტიკისა და დასაქმების სამსახურის ხემძღვანელი დიას ჯალაღანია, ასევე აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორი თემურ კახიძე დაესწრნენ.
ბნსუ-ს სტუდენტებმა სანაპირო დაასუფთავეს
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სანაპირო დაასუფთავეს. აქტივობა მსოფლიო ოკეანის დღესთან დაკავშირებით გაიმართა. უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულების ახალგაზრდებმა ზღვის ზოლი ნარჩენებისგან და პლასტმასისგან გაწმინდეს.
მსოფლიო ოკეანის დღე 8 ივნისს აღინიშნება. ამ დღის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ეწყობა გამოფენები, დისკუსიები და შემეცნებითი ტურები ოკეანის და მისი ეკოსისტემების პრობლემების
ფოტოგამოფენა ბნსუ-ში
"კოლეგები სხვა რაკურსით" - ღონისძიება ბნსუ-ს თავისუფალ სივრცეში გაიმართა. ფოტოგამოფენა საერთაშორისო საწვრთნელი ტრენინგ-ცენტრის კოორდინატორმა მოაწყო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს ინგა რიჩკოვამ საკუთარი ნამუშევრები წარუდგინა. ფოტოები სხვადასხვა თემატიკაზეა შექმნილი.
ინგა რიჩკოვამ ფოტოხელოვნებაზე ისაუბრა.
შეხვედრა უკრაინული უნივერსიტეტის წარმომადგენელთან
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს ადმირალ მაკაროვის სახელობის გემთმშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტის რექტორი ეწვია. შეხვედრას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ მასწავლებლები და ადმინისტრაციული პერსონალი დაესწრო. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
საჯარო ლექცია ბნსუ-ში
"ბათუმის ურბანული ტრანსპორტის გამოწვევები“- თემაზე საჯარო ლექცია ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებმა და თანამშრომლებმა საქართველოში გაეროს განვითარების (UNDP) პროექტის „მწვანე ქალაქების“ ხელმძღვანელის მოხსენება მოისმინეს. ლაშა ნაკაშიძემ მიმოიხილა სატრანსპორტო დაგეგმარების ის მიდგომები და პრაქტიკული მეთოდები