ახალი ამბები
ფოტოგამოფენა ბნსუ-ში
"კოლეგები სხვა რაკურსით" - ღონისძიება ბნსუ-ს თავისუფალ სივრცეში გაიმართა. ფოტოგამოფენა საერთაშორისო საწვრთნელი ტრენინგ-ცენტრის კოორდინატორმა მოაწყო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს ინგა რიჩკოვამ საკუთარი ნამუშევრები წარუდგინა. ფოტოები სხვადასხვა თემატიკაზეა შექმნილი.
ინგა რიჩკოვამ ფოტოხელოვნებაზე ისაუბრა.
შეხვედრა უკრაინული უნივერსიტეტის წარმომადგენელთან
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს ადმირალ მაკაროვის სახელობის გემთმშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტის რექტორი ეწვია. შეხვედრას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ მასწავლებლები და ადმინისტრაციული პერსონალი დაესწრო. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
საჯარო ლექცია ბნსუ-ში
"ბათუმის ურბანული ტრანსპორტის გამოწვევები“- თემაზე საჯარო ლექცია ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებმა და თანამშრომლებმა საქართველოში გაეროს განვითარების (UNDP) პროექტის „მწვანე ქალაქების“ ხელმძღვანელის მოხსენება მოისმინეს. ლაშა ნაკაშიძემ მიმოიხილა სატრანსპორტო დაგეგმარების ის მიდგომები და პრაქტიკული მეთოდები
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია
"სამეფო კარის თამაშები - თანამედროვე ფენტეზი“- თემაზე საჯარო ლექცია ბათუმში გაიმართა. ღონისძიებას ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტისა და მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის სტუდენტები დაესწრნენ.
შეხვედრაზე ლევან ბერძენიშვილმა სერიალი ლიტერატურულ და ფილოსოფიურ კონტექსტში განიხილა. სტუდენტებმა ფილოლოგსა და პოლიტიკოსს კითხვები დაუსვეს.
საჯარო ლექცია დაახლოლებით 5 საათის განმავლობაში გაგრძელდა.
შეცინის საზღვაო უნივერსიტეტის წარმომადგენლის ვიზიტი
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს პოლონეთის შეცინის საზღვაო უნივერსიტეტის წარმომადგენელი ეწვია. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ნავიგაციის ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს ბნსუ-ს რექტორმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე პროფესორ ზბიგნევ შოზდასთან განიხილეს უნივერსიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის