ახალი ამბები
აქტივობა ბნსუ-ში
"აჩუქე წიგნი"- კამპანიას ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი და მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმი შეურთდა. ღონისძიება საგანმანათლებლო დაწესებულების თავისუფალ სივრცეში გაიმართა.
სტუდენტებმა ისაუბრეს წიგნის გამოცემის ისტორიაზე, წაიკითხეს საკუთარი შემოქმედება და შეასრულეს მუსიკალური ნომრები.
ლიტერატურულ საღამოს 20-მდე ახალგაზრდა დაესწრო. გაიმართა ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულებს წიგნები გადაეცათ.
კამპანია "აჩუქე წიგნი" ეროვნულმა ბიბლიოთეკამ წამოიწყო.
თვითმმართველობას ახალი თავმჯდომარე ჰყავს
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში თვითმმართველობის თავმჯდომარე აირჩიეს. ორგანოს ენრიკე ინწკირველი უხელმძღვანელებს, მოადგილე კი ლევან იასამნიძე იქნება.
თავმჯდომარე 18 აპრილს ახლადარჩეულმა სტუდენტურმა თვითმმართველობამ გამოავლინა. თვითმმართველობის ახალი შემადგენლობა კი 17 აპრილს დაკომპლექტდა, სტუდენტებმა არჩევანი 18 კანდიდატს შორის გააკეთეს.
სტუდენტური თვითმმართველობა ბნსუ-ში 10 წლის შეიქმნა. ორგანო მიზნად სტუდენტების
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების შედეგები
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში 2019 წლის 17 აპრილს ჩატარებული სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების შედეგები
საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტი:
- ლევან იასამნიძე;
- ენრიკე ინწკირველი;
- ლუკა მგალობლიშვილი;
- სარუხან მნაცაკანიანი;
- ირაკლი ჭითანავა;
- ლუკა კუკულაძე.
ლოგისტიკის ფაკულტეტი:
- მერაბ ზოიძე;
- დავით გოზალიშვილი;
- რუსუდან შანთაძე.
პროფესიული განათლების დეპარტამენტი:
- გიორგი მენაბდიშვილი;
- ბეგლარ შაინიძე;
- ედიშერ ნაკაიძე.
საჯარო ლექცია ბნსუ-ში
„მთავარი ასპექტები პრაქტიკანტი მეზღვაურების პირველი საფეხურისთვის“ -თემაზე საჯარო ლექცია გაიმართა. კაპიტანმა ნუგზარ ბოლქვაძემ ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტისა და მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის სტუდენტებს ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი გააცნო, რაზეც მომავალმა მეზღვაურებმა შორეულ ნაოსნობაში წასვლისას ყურადღება უნდა გაამახვილონ.
რა მომზადება უნდა გაიარონ პრაქტიკანტმა სტუდენტებმა გემზე ასვლამდე და რა თეორიულ და პრაქტიკულ
ბნსუს თანამშრომლები ეკონომიკურ ფორუმს დაესწრნენ
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის თანამშრომლები დაესწრნენ. ღონისძიების მიზანი საქართველოში მოქმედ ბიზნესკომპანიებში ქალების გაძლიერებას ემსახურება.
„გააძლიერე შენი ბიზნესი ქალთა გაძლიერებით“- ეს ღონისძიების მთავარი გზავნილია. როგორ უნდა იქნას დაცული ქალთა უფლებები და აღმოიფხვრას ქალთა მიმართ ძალადობა? ქალთა განათლება და