agia kart
sienc ka
avtorizacia
studentt
galerea

 

სასარგებლო ბმულები

ban1 ban2
ban3 ban4
ban5 ban6
Logo EN

22-24 დეკემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის რეესტრის წარმოების შესახებ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ბნსუ-ს სტუდენტთა რეგისტრაციის, შეფასებისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ე. მსხალაძემ. 30 დეკემბერს ბნსუ-ში შედგა სამუშაო შეხვედრა რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებით.

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი ახორციელებს საზღვაო პროფილის საგანმანათლებლო პროგრამებს როგორც პროფესიულ, ასევე უმაღლეს აკადემიურ დონეზე. ბუნებრივია, უნივერსიტეტი დაინტერესებულია ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია როგორც კურსდამთავრებულების მომზადების დონის, ასევე მათ დასაქმებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. 

ამ მიზნით, საქართველოს საკრუინგო კომპანიებს დაურიგდათ კითხვარები, სადაც აქცენტი გაკეთდა სწორედ იმ საკითხებზე, რომლებიც აინტერესებთ მომავალ მეზღვაურებს და ასევე არანაკლებ

23 დეკემბერს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის კაცლერმა ლალი ხვედელიძემ, მიიღო ქ. ბათუმის მერიის მიერ ორგანიზაბულ "ახალგაზრდულ თამაშებში" გამარჯვებული ბნსუ-ს მინიფეხბურთის, ფრენბურთის და ჭადრაკის გუნდის წევრები. კანცლერმა სტუდენტებს მიულოცა გამარჯვება და გადასცა სამახსოვრო საჩუქრები

საქართველოში მოკლე საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ თურქეთის საზღვაო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები. სტუმრობის მიზანი იყო ჩვენს ქვეყნებს შორის საზღვაო დარგში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მომზადება, რაც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად გულისხმობს საგანმანათლებლო დიპლომების ურთიერთაღიარებასა და ქართველი მეზღვაურების თურქულ გემებზე დასაქმების ხელშეწყობას. ვიზიტის ფარგლებში თურქეთის საზღვაო ადმინისტრაციის წარმომადგენლები 2011 წლის 20 დეკემბერს იმყოფებოდნენ ბათუმის ნავიგაციის სასწავლო

20 დეკემბერს საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა უნივერსიტეტის რექტორი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი, პროფესორი პარმენ ხვედელიძე. 

რექტორი სტუდენტებს ესაუბრა უნივერსიტეტის პერსპექტიული განვითარების გეგმებზე, მათ შორის უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფასა და ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაზე. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები, საზღვაო დარგის ღვაწლმოსილი მუშაკები: გ. კიკვიძე, რ. რიჩკოვი, ბ. პოტეხინი, ა. მანუკიანი.

ქვეკატეგორიები

© 2016 ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

Created by: GmmStudio   ვებ გვერდის ძველი ვერსია

საიტი ბოლოს განახლდა: 24.06.19.