ახალი ამბები
სამუშაო შეხვედრა ბნსუ-ში

2012 წლის 4 აპრილს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა არაფორმალური განათლების აღიარებასთან დაკავშირებით. ბნსუ რექტორის მოადგილემ, ნ. მიქელთაძემ უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და დაინტერესებულ პედაგოგებს წარუდგინა ინფორმაცია პროფესიული განათლების პირველ სამ საფეხურზე არაფორმალური განათლების აღიარების შესახებ.
ნ. მიქელთაძემ წარმოადგინა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული პრეზენტაცია, აგრეთვე, თვითშეფასები კითხვარის ნიმუში
ხელშეკრულება

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტმა გააფორმა ხელშეკრულება საზღვაო კომპანია "Elseri"-სთან. შპს "ელსერი" (მის.: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. № 15/4) საკრუინგო კომპანიაა, რომელიც თანამშრომლობს მრავალ გემთმფლობელ კომპანიასთან და აწარმოებს მეზღვაურთა მკაცრ შერჩევას შემდგომი დასაქმების მიზნით.
შპს "ელსერისთან" თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ბნსუ კურსდამთავრებულთა დასაქმებასა და პროფესიულ ზრდას.
ბნსუ ლექტორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია

დღეს, 30 მარტს ბნსუ-ში დასრულდა ლექტორ-მასწავლებელთა ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია. 29 და 30 მარტს გამართულ კონფერენციაში ბნსუ 20 პედაგოგმა მიიღო მონაწილეობა. გარდა მოხსენება-პრეზენტაციებისა კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა ორი მეთოდოლოგიური მასტერ-კლასი (ლექტორები - სწავლისა და სწავლების თანამედროვე მეთოდების ექსპერტი, ტრენერი ლალი ლომთათიძე; ინგლისური ენის პედაგოგი ეკატერინე კალანდაძე).
საკონფერენციო ნაშრომებმა ბნსუ ლექტორთა და სტუდენტთა დიდი დაინტერესება გამოიწვია.
ვორქშოფები ბნსუ-ში

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ატარებს სამუშაო შეხვედრებს - ვორქშოფებს, რომელთა მიზანიცაა ლექციების შემოწმების სისტემის ეფექტურობის ამაღლება; კურიკულუმებისა და სილაბუსების შემოწმება; სილაბუსებში მითითებული ლიტერატურის ბნსუ ბიბლიოთეკის ფონდთან სრულ შესაბამისობის დადგენა; ტექნიკური აღჭურვილობის შესაბამისობის დადგენა სასწავლო პროცესების მოთხოვნებთან.
მიმდინარეობს სისტემატიური კონსულტაციები და შეხვედრები ლექტორ-მასწავლებლებთან, პედაგოგთა