ღირებულებები

  • ჰუმანურობა, ტოლერანტობა და თანასწორობა;
  • სინდისის, არჩევანის, გადაწყვეტილების მიღების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება;
  • გადაწყვეტილების ობიექტურობა, სამართლიანობა და გამჭვირვალობა;
  • აკადემიური თავისუფლება, პასუხისმგებლობა და კეთილსინდისიერება.

მისია

შპს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის მისია გამოხატავს დამფუძნებლების, სტუ­დენ­ტე­ბი­ს, მაგისტრანტების, პრო­ფე­სიული სტუდენტებისა და პერსონალის ძირითადი მიზნებისა და პრიორიტეტების ხედვას და განსაზღვრავს პასუხს კითხვებზე „ვინ ვართ? რას ვაკეთებთ? ვის­თვის ვაკეთებთ?“.

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნი­ვერ­სი­ტეტი წარ­მოად­გენს ღია სოციალურ და საგანმანათ­ლებლო სის­ტე­მას, რომელიც ინსტიტუციური თავისუფლების პრინციპებზე დაყრდნობით მი­მარ­­თუ­ლია უზრუნველყოს:

  • ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა, საერთაშორისო სივრცეში ინტეგრი­რე­ბა­ და რეგიონის სოცია­ლურ-ეკონომიკური და კულ­ტუ­რული განვითარების ხელ­­შეწ­ყო­ბა­;
  • დისკრიმინაციისაგან თავისუფალ, დემოკრატიულ და სოციალური სამართლიანობის გა­რე­მო­ში გა­ნათ­ლე­­ბის მი­ღე­­ბა და მისი თა­ნასწორი ხე­ლ­­­მი­სა­წვ­­დო­მო­ბა და ღია ხა­­სიათი, პი­რო­ვ­ნე­ბის ინ­­ტე­რე­სე­ბი­სა და პოტენციალის რე­ა­­­ლი­­ზე­ბის ხე­ლ­­შე­წ­ყო­ბა, კულ­ტუ­რული, ინტე­ლექ­ტუალური და პიროვნული განვი­თა­რე­ბისათვის ოპ­ტი­მა­ლური პირო­ბე­ბის შექმნა;
  • ბნსუ-ს თანასაზოგადოების თითოეულ წევრზე ორიენტირებული უსაფრთხო და კეთილმოწყობილი ფიზიკური, სოციალურ-ემოციური და კოგნიტური გარემოს შექმნა;
  • თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება;
  • სწავლის სუბიექტთა მხარდაჭრის პოლიტიკის გატარება;
  • საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში საგანმანათლებლო საქ­მია­ნო­ბა­ (საბა­კა­ლა­ვრო, სამაგისტრო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები; მომზადება/გა­დამ­ზადების და კვალი­ფი­კაციის ამაღლების ტრეინინგ-კურ­სე­ბი) როგორც გან­ათლების პრი­ო­­რი­ტე­ტულ დარგში - ტრანსპორტ­ში (გან­­საკუთრებით, საზღვაო სფეროში), მისი ექსპლუა­ტაციი­სა და მომ­სახურების, ადმი­ნი­ს­ტ­რი­­რე­ბი­­ს, მენეჯ­მენ­ტის და სხვ. მი­მარ­თულებით, ისე საზოგადოების მოთ­­ხოვნებისა და საჭიროე­ბების შესა­ბა­მის სხვა სფე­რო­ებ­ში;
  • ტრანსპორტის (განსაკუთრებით - საზღვაო) დარგში სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის მაღალი დონე;
  • საქართველოს და საერთაშო­რი­სო განათლე­ბი­სა და შრო­მის ბა­ზარზე კონკუ­რენ­ტ­უნა­რი­ა­ნი თა­ნა­მედ­როვე ცოდნისა და აქ­ტუა­ლუ­რი პრაქტი­კუ­ლი უნარ-ჩვე­ვების მქონე პრო­ფე­სიო­ნა­ლე­­ბის მომზა­დე­ბა და პი­როვ­ნუ­­ლი, მოქალა­ქე­ობ­­რი­ვი და სოცია­ლუ­­რი პა­­­სუ­­ხის­მგებ­ლო­ბის, პრო­­­­ფე­სი­ონალური ვალ­­­­დე­ბუ­ლე­­ბების შეს­­რულების, ეთი­კუ­რი ნორ­­­მე­ბის დაც­ვის, ზო­გადსაკა­ცო­ბრიო ღი­რე­­ბუ­ლებების გაზია­რების,  პერსონალური და პრო­­ფე­­სი­ო­­ნა­ლური გან­­ვი­­თა­რე­­ბის მო­ტი­­ვა­ციის ჩამო­ყა­ლი­ბე­ბა;
  • საერთაშორისო სივრცეში, კერძოდ, შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში საზღვაო განათლების დარგში ლიდერის იმიჯის მოპოვება;
  • უწყ­­ვე­ტი გა­ნა­თ­­ლე­ბის, მთელი სიცოც­ხ­ლის გან­მავ­ლო­­ბა­ში გა­ნათ­ლების მი­ღე­ბისა და აკა­დე­მი­უ­რი თავისუფ­ლე­ბის პრი­ნ­ციპების მხარ­და­ჭე­რა­.

კორპორატიული სტრატეგია

„ბიზნეს-საქმიანობის უწყვეტობა, მდგრადი თანმიმდევრული განვითარება, ხარისხი“.

ხედვა

ბნსუ 2025 წელს - კონკურენტუნარიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, საერთაშორისო საგანმანათლებლო, რადგობრივ და სამეც­ნი­ე­­­რო სივრცეში ინტეგრირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც ერთნაირად პრესტიჟულია შრომა და სწავლა. ამავდროულად, ბნსუ არის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და დარგობრივი ორგანიზაციებისთვის სასურველი პარტ­ნიორი, რომელსაც აქვს ცნობადი და ევროპულ საგანმა­ნათ­ლებ­ლო და დარგობრივ სივრცეში აღიარებული ბრენდი.

მიზნები

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის მისიიდან გამომდინარე დასახულია მისი ძირითადი მიზნები:

  • თანამედროვე, მეცნიერებასა და პრაქტიკაში არსებული ტენდენციების და ინო­­­ვა­ცი­ების შე­სა­ტ­ყვისი, მომავალზე ორიენტი­რე­ბუ­ლი განათლების მიღების უზრუნველყოფა;
  • კონკურენტუნარიანი პროფესიონალების მომზადება;
  • უწყ­­ვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის და მთელი სიცოც­ხ­ლის გან­მავ­ლო­­ბა­ში გა­ნათ­ლების მი­ღე­ბის მოტივაციის ჩამოყალიბება და მათი პოტენ­ცია­ლის განვითარების ხლშეწყობა;
  • საერთაშორისო საგანმანათლებლო, სამეცნიერო, დარგობრივ სივრცეში ინტეგრირება;
  • რეგიობის სა­ზოგადოებრივი ცხოვ­რე­ბის აქტიურ წევრად ჩამოყალიბება.

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტისთვის 2019-2025 წლებშიც აქტუალური რჩება ისეთი მიზნები, როგორიცაა:

  • უწყვეტი განათლების პრინციპებისა და მთელი სიცოცხლის განმავლობაში განათლების მიღების მხარდაჭერა;
  • პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება;
  • დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტაცია, რაც აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების არსებობისა და განვითარებისათვის;
  • სწავლის‚ სწავლებისა და სამეცნიერო კვლევი საკადემიური თავისუფლება;
  • საქართველოს და უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა;
  • თანამშრომლობა საქართველოს და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სტუდენტთა და პროფესორთა ურთიერთ გაცვლის პროგრამების და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობის მიზნით;
  • იმ ღონისიებათა კომპლექსის შესრულების უზრუნველყოფა, რომელიც შეეხება საზღვაო ტრანსპორტის, ლოჯისტიკის და სხვა სფეროში კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებას ,,უმაღლესი განათლების შესახებ",  ,,პროფესიული განათლების შესახებ", ,,მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ" საქართველოს კანონების, მეზღვაურთა მომზადების და ვახტაზე დგომის საერთაშორისო კონვენციის (STCW-95) და სხვა, საქართველოში მოქმედი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
  • საქართველოს და საერთაშორისო შრომის ბაზრის და საზოგადოების მოთხოვნების და პრიორიტეტების შესაბამისი თანამედროვე აკადემიური უმაღლესი (I და II საფეხურის) და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზებადა ხარისხიანი განათლების მიღების უზრუველყოფა;
  • სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა პიროვნული პოტენციალის რეალიზების, შემოქმედებითი უნარჩვევების განვითარების, თვითგამოვლენის, ინიციატივების და მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის მოტივაციის ხელშეწყობა;
  • შიდადა საერთაშორისო საგანმანათლებლო და შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანი, თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი, წარმატებული საზოგადოებრივი და პროფესიული საქმიანობისთვის აუცილებელი და თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციების მქონე სპეციალისტების ახალი თაობის მომზადება.

ამოცანები

  • საგანმანათლებლო საქმიანობის გაფართოება, აქტუალური პროგრამების (პროფესიული და უმალესი საგანმანათლებლო პრო­გ­რა­მები, მომზადების და გადამზადების კურსები, ტრეინინგ-კურსები და სხვ.) შემუშავება და განხორციელება;
  • მმარ­თ­ვე­ლობითი, საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფა;
  • ბნსუ-ს ერთიანი საინფორმაციო სივრცის განვითარება;
  • ბნსუ-ს პერსონალის კონტინგენტის სტაბილურობის შენარჩუნება, მისი პოტენციალის განვითარება;
  • სწავლების სუბიექტზე ორიენ­ტი­რებული გა­რე­მოს შექმნა და განვითარება;
  • პროცესების სწორადდა­­­გეგმვა, ხარისხობრივიცვლილებებისა და ინო­ვა­ციე­ბის დანერგვა;
  • ბნსუ-ს სწავლების სუბიექტთა და პერსონალის პოტენციალის განვითარება; ბნსუ-ს ინ­ფ­რა­ს­ტ­­რუქტურის განვითარება;
  • სწავლების სუბიექტზე ორიენტირებული გარემოს შექმნა, სამეცნიერო, კულტურული, შემოქმედებითი, შემეცნებითი განვი­თა­რების ხელ­შე­წ­ყობა;
  • შრომის და განათლების ბაზრის მოთხოვნათა შესაბამისად განათლების შინაარსის ტრანსფორ­მი­რე­ბა;
  • პერსონალის შრომის, პროფესიული ზრდის და თვითგანვითარების მოტივაციის ხელშეწყობა;
  • თანამედროვე დონის ინფრასტრუქტურის და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა;
  • საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების სრულყოფა, ელექტრონულ რესურსებთან დისტანციური უზრუნველყოფა;
  • მენეჯმენტის და სწავლების ხარისხის კონტროლის თანამედროვე მეთოდების დანერგვა;
  • პარტნიორილი ურთიერთობების დამყარება, გაფართოება და ეფექტიანად გამოყენება;
  • საგანმანათლებლო საქმიანობის განხორ­ციე­ლება და სტუდენტზე ორიენტირებული გარემოს შექმნა;
  • პერსონალის პროფესიული ზრდის ხელ­შე­წყობა და აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფა;
  • მენეჯმენტის და სწავლების ხარისხის კონტროლის თანამედროვე მეთოდების გამოყენება;
  • აქტიური მონაწილეობა რეგიონის ცხოვრებაში და საერთა­შო­რისო სივრცეში ინტეგრირება;
  • ბნსუ-ს საერთაშორისო საგანმანათლებლო, სამეცნიერო და დარგობრივ სივრცეში ინტეგრირება და საერთაშორისო აღიარება, ადგილობრივ და საერთაშორისო სიცრცეში კონკურენტუნარიანი და საიმედო პარტნიორის რეპუ­ტა­ცი­ის ჩამო­ყა­ლი­ბება.

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტისთვის 2019-2025 წლებშიც აქტუალური რჩება ისეთი ამოცანები, როგორიცაა:

  • განათლების ხარისხის შესაბამისობის უზრუნველყოფა განათლების სფეროში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 მოთხოვნათა შესაბამისად;
  • საზოგადოების, საგანმანათლებლო და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება, მუდმივი ზრუნვა მათი განახლებისათვის და ამ პროცესში დარგის სპეციალისტების, მეცნიერების, პოტენციური დამსაქმებლების, ბნსუ-ს კურსდამთავრებულების და სხვა დაინტერესებული პირების ჩართვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკურიბაზით და საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა, სრულფასოვანი სასწავლო პროცესის წარმართვა და თამანედროვე მოთხოვნათა შესაბამისი პირობების შექმნა;
  • მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვა და მათი ჩართვას აგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროცესებში;
  • საგანმანათლებლო პროგრამების და სასწავლო პროცესის მონიტორინგის, სწავლის და სწავლების ხარისხის მენეჯმენტის სისტემების განვითარება-სრულყოფა;
  • განათლების ხარისხისუზრუნველყოფისა და საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შეფასების მიზნით მონიტორინგში სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა, აკადემიური პერსონალის, მასწავლებელთა/მოწვეულ სპეციალისტთა ჩართვა და სწავლების ხარისხის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • სასწავლო უნივერსიტეტის სტრუქტურისა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციების დახვეწა და მმართველობითი გადაწყვეტილებების ოპტიმიზაცია;
  • თანამშრომლებისთვის სამუშაო სათანადო პირობებისა და მატერიალური სტიმულირების სისტემის სრულყოფა;
  • აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა ჩართვა ბნსუ-სმართვაში;
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე სტუდენტებისათვისა დაპტირებული გარემოს და სწავლის სათანადო პირობების შექმნა;
  • სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა მხარდაჭერა, მათი ინტერესების და კმაყოფილების, შესაძლებლობების განვითარების, შემოქმედებითი და შემეცნებითი საქმიანობის ხელშეწყობა, მათი აქტიური ჩართვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესებში, კონფერენციების, ტრეინინგების, სემინარების მოწყობა და სხვ.;
  • მეცნიერებასა და პრაქტიკაში თანამედროვე ტენდენციების და ინოვაციების ხელმისაწვდომობის მიზნით სახელმძღვანელოების, სამეცნიერო ნაშრომების და მეთოდური მასალების მომზადება, თარგმნა და გამოცემა;
  • პრაქტიკული საქმიანობისთვის უკეთ მომზადების, სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავებისა და გამოცდილების მიღების მიზნით პრაქტიკის ორგანიზების და განხორციელების კონტროლის და მჭიდრო კავშირების დამყარება ცალკეულ საწარმოებთან, ფირმებთან და ოერგანიზაციებთან, მეცნიერებთან და დარგის სპეციალისტებთან;
  • ბნსუ-ს კურსდამთავრებულებთან კავშირების დამყარება და მათი ჩართვა სასწავლო უნივერსიტეტის ცხოვრებაში და სხვ;
  • საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო კონვენციის STCW-95 და სხვა საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნების შესაბამისად საქმიანობის წარმართვა. საზღვაო სპეციალისტების სწავლებისა და ტრენაჟორული მომზადების/გადამზადების მომსახურების შესრულების ხარისხობრივი პარამეტრების შუშავება;
  • საზღვაო ტრანსპორტის სპეციალისტების მომზადებისა და დიპლომირების მიზნით პარტნიორებისთვის და მომსახურების შემკვეთებისთვის მენეჯმენტის მაღალი სტანდარტების დანერგვაში დახმარების გაწევა;
  • წამყვან საზღვაო სასწავლო დაწესებულებებთან და მსოფლიოს სანაოსნო და საკრუინგო კომპანიებთან საქმიანი ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება.

© 2016 ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

Created by: GmmStudio   ვებ გვერდის ძველი ვერსია

საიტი ბოლოს განახლდა: 13.12.18.