"წლის აქტიური მკითხველის " დაჯილდოება (EN)
29 December 2023
2023 წლის 26 დეკემბერს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა "წლის აქტიური მკითხველის " დაჯილდოების ღონისძიება. ღონისძიების ფარგლებში გამოავლინეს აქტიური მკითხველები, რომლებიც დააჯილდოვეს სიგელებით და სამახსოვრე წიგნებით. სიგელები და სამახსოვრე წიგნები გადაეცათ შემდეგ მკითხველებს:
- 1. ნატალია ჭყონია - ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ინგლისური ენის ლექტორი, პროფესორი;
- 2. ნანა ხალვაში - ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული დეპარტამენტის მასწავლებელი.
სტუდენტები/ პროფესიული სტუდენტები:
- 1. სულიკო გიორგაძე;
- 2. გიორგი შაინიძე;
- 3. გიორგი ჩიხაძე;
- 4. ნია მსხალაძე;
- 5. ემილი იბრაგიმოვი;
- 6. ლუკა ფუტკარაძე;
- 7. ლუკა მიმინოშვილი;
- 8. დავით ქიმაძე.
შეგროვდა მკითხველების სურვილები, რომლებიც ფერად ქაღალდებზე დაიწერა ანონიმურად. ღონისძიება გაიმართა ბნსუ-ს ბიბლიოთეკის ორგანიზებით. მსგავსი ტიპის ღონისძიებას ყოველწლიური ხასიათი ექნება.