FAQ

რომელი პროგრამები ისწავლება უნივერსიტეტში? (EN)

ბნსუ გთავაზობთ შემდეგ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს:

ბაკალავრიატი

  • საზღვაო ნავიგაცია (ქართულენოვანი)
  • გემის მექანიკა (ქართულენოვანი)
  • საზღვაო ნავიგაცია (ინგლისურენოვანი)
  • გემის მექანიკა (ინგლისურენოვანი)
  • საერთაშორისო გადაზიდვების ორგანიზაცია და მართვა

მაგისტრატურა 

  • სატრანსპორტო ლოგისტიკა 

არის თუ არა უნივერსიტეტი ავტორიზებული? (EN)

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი ავტორიზებული, ხოლო ყველა მისი პროგრამა აკრედიტებულია.

რას ნიშნავს აკადემიური რეგისტრაცია? (EN)

აკადემიურ რეგისტრაციის დროს სტუდენტი ირჩევს მისთვის სასურველ სასწავლო კურსებს ბნსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული პორტალის მეშვეობით: bntu1.ini.ge

რას ნიშნავს ადმინისტრაციული რეგისტრაცია? (EN)

ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა გულისხმობს, სტუდენტის მიერ სწავლის საფასურის გადახდას, მასთან გაფორმებული ხელშეკრულების გრაფიკის შესაბამისად. ადმინისტრაციული რეგისტრაციის გარეშე სტუდენტი აკადემიურ რეგისტრაციას ვერ გაივლის.

რამდენი შუალედური გამოცდაა სემესტრში? (EN)

სემესტრში არის მხოლოდ ერთ შუალედური გამოცდა, რომლის მაქსიმალური ქულაა 20.

როგორ ხდება კრედიტის მინიჭება? (EN)

კრედიტების მინიჭებისთვის აუცილებელია სტუდენტმა წარმატებით შეასრულოს კონკრეტული პროგრამით განსაზღვრული სამუშაოები და კურსის ბოლოს მიიღოს დადებითი შეფასება. თითოეულ სასწავლო კურსში კრედიტის მინიჭებისთვის სავალდებულოა 100-დან მინიმუმ 51 ქულის დაგროვება და შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა.

რამდენი სასწავლო კვირაა სემესტრში? (EN)

სემესტრში არის 15 სასწავლო კვირა, 2 - შუალედური გამოცდების კვირა, 2 კვირა - დასკვნითი და 2 კვირა - დამატებით გამოცდებისთვის.

რომელი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები აქვს ბნსუ-ს? (EN)

ბნსუ-ში ისწავლება სამი პროფესიული პროგრამა:

  • საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია - გემბანის რიგითი მეზღვაური
  • გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაცია - გემის სამანქანეგანყოფილების რიგითი მეზღვაური
  • საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - ელექტროობა

რა ღირს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა? (EN)

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.