Student Studies Back

IV საერთაშორისო სტუდენტური ონლაინ-კონფერენცია (EN)

2 August 2023

2020 წლის 27 მაისს  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნიევრსიტეტში IV საერთაშორისო სტუდენტური ონლაინ-კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ოცმა უნივერსიტეტმა, მათ შორის 8 ქვეყნის თერთმეტმა უცხოურმა და ცხრა ქართულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ. კონფერენციაზე მოხსენებები წარმოდაგინეს პოლონეთის (International University of Logistics and Ttansport in Wroclaw, Maritime University of Szczecin), რუმინეთის (Constanta Maritime University, ,,Mircea cel Batran" Naval Academy), მონტენეგროს (University of Montenegro), სამხრეთ აფრიკის (Stellenbosch University), ბულგარეთის (Technical University of Varna), უკრაინის (Admiral Makarov National University of Shipbuilding National University “Odessa Maritime Academy”), თურქეთისა (Ondokuz Mayis University) და ლიტუენიის (University of Klaipeda) უნივერსიტეტების სტუდენტებმა.


საქართველოს კონფერენციაზე წარმოდგენდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თბილისი), საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (თბილისი), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (თბილისი), დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის (თბილისი), ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის (ბათუმი), ბათუმის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი ,,ანრი-ს“ (ბათუმი), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბათუმი), აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ქუთაისი), იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თელავი) სტუდენტები.
კონფერენციაზე იმუშავა ორმა ინგლისურენოვანმა და ერთმა ქართულენოვანმა სესიამ. 6 საათის მანძილზე მიმდინარე ონლაინ-ფორუმის განმავლობაში მოსმენილ იქნა 54 მოხსენება, რომელთაგან თითოეული გამოირჩეოდა მდიგომის სიღრმით, წარდგენის ეფექტიანობითა და ორიგინალური ხედვით. კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი, გამოვლინდნენ  საუკეთესო  ნაშრომების ავტორებიც.

კონფერენციის პროგრამის ელექტრონული ვერსია

აბსტრატების კრებულის ელექტრონული ვერსია