News Back

Academic Board

19 March 2015

2015 წლის 19 მარტს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა ტურნირი ინტელექტუალურ თამაშში ,,რა, სად, როდის?“. ტურნირში მონაწილეობა მიიღო რვა გუნდმა, მათ შორის იყო 5 - ბნსუ-ს სტუდენტთა და 3 - ,,მახინჯაურის ლიცეუმის“ მოსწავლეთა გუნდი. ინტელექტუალურ თამაშში გამარჯვება მოიპოვა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა გუნდმა, რომელშიც უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტები ასპარეზობდნენ. გამარჯვებული გუნდის წევრები დაჯილდოვდნენ USB ფლეშ-მეხსიერებებით. 
,,რა, სად, როდის?“ შემდეგი ტურნირი ბნსუ-ში 2015 წლის აპრილ-მაისში სტუდენტური დღეების ფარგლებში ჩატარდება.