News Back

2023-2024 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ეტაპები და ვადები (EN)

25 January 2024

 

წყარო: სსიპ - განათლების მართვის საინფორმაცოი სისტემის ვებგვერდი:  https://emis.ge/news/2167/

 

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში მობილობით სწავლის გაგრძელების

მსურველთა საყურადღებოდ

 

ეტაპი

ვადა/თარიღი

განმარტება

 

I

30.01.2024-08.02.2024-ს ჩათვლით

მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია   www.students.emis.ge

 

II

 

12.02.2024-14.02.2024-ს ჩათვლით

შპს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში (შემდგომში - ბნსუ) საგანმანათლებლო პროგრამებზესწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტი, რომელმაც სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებული დადებითი შედეგის საფუძველზე მოიპოვა 2023-2024 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ბნსუ-ში მობილობით სწავლის გაგრძელების უფლება, რეგისტრაციის მიზნით უნდა გამოცხადდეს ბნსუ-ში, განცხადებით (ივსება ბნსუ-ში) მიმართონ ბნსუ-ს რექტორს (ბნსუ-ს მისამართი: ქ. ბათუმი, თამარ მეფის გამზირი №38; ოფიციალური ვებ-გვერდი:  www.bntu.edu.ge  ოფიციალური ელ. ფოსტა: info@bntu.edu.ge   საკონტ. ტელ.: 0422 292525; სამუშაო საათები: 10:00 სთ-დან 1800 სთ; (შაბათ-კვირის გარდა) პასუხისმგებელი პირი: ზურაბ ბაძაღუა, საკონტ. ტელ.: 598157141).

·   პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა/ID ბარათი) დედანი და ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის დედანი);

·   4 ფოტოსურათი 3x4 და ელ. ვერსია (CD/DVD დისკზე);

·   სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა - სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);

·   ბაკალავრიატი - სრული ზოგადი ან მასთან გათანაბრებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი / მაგისტრატურა - არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში - განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და განათლების აღიარების დოკუმენტი (ასლები);

·   უსდ-ს მიერ გაცემული (ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული) - ამონაწერი უსდ-ში ჩარიცხვის ბრძანებიდან;

·   ცნობა სტუდენტის სტატუსის და სწავლების სემესტრის შესახებ;

·   ამონაწერი სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის ბრძანებიდან (არსებობის შემთხვევაში, სტატუსის შეწყვეტის ბრძანების შემთხვევაში აუცილებელია სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველის მითითება);

·   ამონაწერი სასწავლო ბარათიდან შესწავლილი სასწავლო კურსების/პროგრამის კომპონენტების, შესაბამისი კრედიტების და მიღებული შეფასებების მითითებით;

·   საზღვაო დარგის საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში - სამედიცინო შემოწმების ფორმა #100/ა (დედანი), გაცემული უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ.

 

III- IV

 

 

შენიშვნა:

·  მხოლოდ მაგისტრანტებისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდის სერთიფიკატი (საერთო სამაგისტრო გამოცდაზე B ტიპის ტესტის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი)

სამაგისტრო პროგრამაზე მობილობით გადმოსვლის მსურველები ვალდებულნი არიან დაადასტურონ ინგლისური ენის ფლობა B 2.1 დონეზე და ჩააბარონ შიდა გამოცდა სპეციალობაში (ლოგისტიკის საფუძვლები)

12.02.2024

გამოცდა ინგლისურ ენაში (საჭიროების შემთხვევაში)

13.02.2024

გამოცდა სპეციალობაში

13.02.2024

გამოცდების შედეგების გამოცხადება

14.02.2024

გამოცდების შედეგების გასაჩივრება და საპრეტენზიო განაცხადების მიღება სამუშაო საათები: 10:00 სთ-დან 1800

15.02.2024

აპელაციის შედეგების გამოცხადება     www.bntu.edu.ge          

 

V

 არაუგვიანეს 16.02.2024

 

მობილობით ბნსუ-ში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტის მიერ უკვე მიღწეული კომპეტენციების ბნსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობის დადგენა ბნსუ-ში მოქმედი (კრედიტების აღიარების) წესის შესაბამისად  და დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბება ბნსუ-ს მიერ აღიარებული კრედიტების რაოდენობის თაობაზე.

სტუდენტისთვის ზემოთ მითითებული დასკვნის გაცნობა (სამუშაო საათები: 1000 სთ-დან 1800 სთ-მდე).

ბნსუ-ს მიერ აღიარებული კრედიტების რაოდენობის თაობაზე სტუდენტის მიერ წერილობითი განცხადებით თანხმობის/უარის დადასტურება (სამუშაო საათები: 10:00 სთ-დან 1800 სთ-მდე).

 

VI

 არაუგვიანეს 19.02.2024

ბნსუ-ს მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ერთიანი აქტის (ბრძანების) პროექტის უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონულად ასახვა

 

 არაუგვიანეს 29.02.2024

ბნსუ-ს მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ერთიანი აქტის (ბრძანების) გამოცემა

 

 არაუგვიანეს 01.03.2024

ბბსუ-ს მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ გამოცემული ბრძანების უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვა. ბნსუ-ს მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ გამოცემული ერთიანი აქტის (ბრძანების) განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის წარდგენა.

 

 არაუგვიანეს 05.03.2024

ბნსუ-დან გადასული სტუდენტების მიმართ სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის ელექტრონული ვერსიის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის წარდგენა.

 

ვაკანტური ადგილები პროგრამების მიხედვით

საბაკალავრო პროგრამები

სამაგისტრო პროგრამა

საზღვაო ნავიგაცია

25

 

სატრანსპორტო ლოგისტიკა

 

3

გემის მექანიკა

20

საერთაშორისო გადაზიდვების ორგანიზაცია და მართვა

10

შენიშვნა: ბნსუ უფლებამოსილია საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობის დადგენის მიზნით მოითხოვოს სტუდენტის მიერ შესასვლილი სასწავლო კურსების სილაბუსების წარდგენა; ბნსუ-ს შინაგანაწესის შესაბამისად, ბნსუ-ში მობილობით სწავლის გაგრძელების სურვილის მქონე სტუდენტის მიერ გასათვალისწინებელია, რომ: ბნსუ-ში მობილობით ვერ ჩაირიცხება სტუდენტი, რომლის მიმართ უსდ-ში გამოცემულია ბრძანება სტუდენტის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების ჩადენის გამო სტატუსის შეწყვეტის შესახებ თუ სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეუთავსებელია ბნსუ-ს შინაგანაწესთან და მიიჩნევა ქცევის წესების უხეშ დარღვევად; ბნსუ-ში ჩარიცხული სტუდენტი ვალდებულია ბნსუ-ში წარადგინოს უსდ-ს მიერ გაცემული (ბეჭდით დამოწმებული) სტუდენტის პირადი საქმე, პირად საქმეში არსებული დოკუმენტაცია, იმ დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი/დედანი, რომელიც ჩარიცხვამდე იყო წარმოდგენილი ასლის სახით; ბნსუ-ში სტუდენტის ვალდებულებებისა და უფლებების, სტატუსის მოპოვების, შეჩერების, აღდგენის, შეწყვეტის, ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის და სხვ. საკითხები რეგულირდება შინაგანაწესით, რომლის გაცნობა და მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა.