News Back

ბნსუ-ს ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად (EN)

5 November 2024

ბნსუ  აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად აკადემიური და პროფესიული ნიშნით შემდეგ  აკადემიურ თანამდებობებზე:

  1. მენეჯმენტი
  • ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა აკადემიური ნიშნით - 1 (ერთი) ვაკანტური ადგილი;
  1. საზღვაო მეცნიერებები
  • პროფესორის აკადემიური თანამდებობა აკადემიური ნიშნით - 1 ვაკანტური ადგილი;
  • ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა პროფესიული ნიშნით-3 (სამი) ვაკანტური ადგილი;
  1. საზღვაო ინჟინერია
  • ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა აკადემიური ნიშნით-1 (ერთი) ვაკანტური ადგილი;
  1. სასწავლო კურსი: აკადემიური წერა
  • ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა - 1 (ერთი) ვაკანტური ადგილი (აკადემიური ნიშნით),
  1. სამართალი;
  • ასისტენტის აკადემიური თანამდებობა აკადემიური ნიშნით - 1 (ერთი) ვაკანსია (აკადემიური ნიშნით),

 

აკადემიური თანა­მ­დე­ბო­ბებისათვის საკონკურსო მოთხოვნები

აკადემიური ნიშნით აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში:

  • პროფესორის თანამდე­ბო­ბაზე - დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არა­ნაკლებ 6 წლის გამოც­დი­ლება, ბოლო 5 წლის განმავლობაში (პერიოდში) შესრულებული პუბლიკაცია/პუბლიკაციები, ნაშრომი/ნაშრომები, რომლებიც ადასტურებენ შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;
  • ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში - დოქტორის აკადემიური ან მას­თან გა­თა­ნა­ბ­რებული ხა­რი­სხი, სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არა­ნა­კლებ 3 წლის გა­მო­ც­დი­ლება, ბოლო 5 წლის განმავლობაში (პერიოდში) შესრულებული პუბლიკაცია/პუბლიკაციები, ნაშრომი/ნაშრომები, რომლებიც ადასტურებენ შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;
  • ასისტენტ-პროფესორის შემთხვევაში - დოქტორის აკადემიური ან მას­თან გა­თა­ნა­ბ­რებული ხა­რი­სხი, ბოლო 5 წლის განმავლობაში (პერიოდში) შესრულებული პუბლიკაცია/პუბლიკაციები, ნაშრომი/ნაშრომები, რომლებიც ადასტურებენ შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;
  • ასისტენტის შემთხვევაში - საქართველოს ან უცხოეთის უმაღლესი სასწავლო დაწესებულების დოქტორანტობა;

პრო­ფე­სი­უ­­ლი ნიშნით აკადემიურ თანამდებობაზე არ­ჩე­ვის შემთხვევაში:

  • ასისტენტ პროფესორი - უმაღლესი განათლება, შესაბამის დარგში: პროფესიული გამოცდილება (არანაკლებ 4 წელი), სპეციალური მომზადება ან/და პუბლიკაციები.

 

კონკურსში მონაწილეობის მიზნით კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განცხადება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე;
  • შევსებული კონკურსანტის ანკეტა (პროფესორიასისტენტი)
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პირადობის მოწმობა/ID ბარათი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი;
  • ფოტოსურათი (დაბეჭდილი 3X4–ზე; ელ. ვერსია);
  • უმაღლესი განათლების დამა­და­ს­­­ტუ­რე­ბელი დოკუმენტი, უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში წარმოსადგენია უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის საქართველოში აღიარების დოკუმენტი;
  • უც­ხო­­ეთში მიღებული განათლების/კვა­ლი­­ფი­კა­ცი­ის და­მა­­დასტურე­ბე­ლი დო­კუ­მე­ნ­­ტის შემთხ­ვე­ვა­­ში ასევე წარ­სა­დ­გე­ნია სანო­ტა­რო წე­სით დამოწმებული ქარ­თულ­ენო­ვანი თარ­გ­­მა­ნი და უც­ხო­ე­თში მიღებული განათ­ლე­ბის/კვა­­ლი­ფი­კაციის საქართველოში აღიარების დო­კუ­მენტი;
  • სასწავლო კურსები, სილაბუსები, ბოლო 5 წლის განმავლობაში/პერიოდში გამოცემული/გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომებს/პუბლიკაციების ნუსხა.
  • კონკურსანტის ანკეტაში მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ (საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის პირი არ არის ნასამართლევი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლოს არ აქვს ჩამორთმეული საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
  • წვევამდელის სტატუსის მქონე კანდიდატებისთვის, თავდაცვის კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის შემთხვევაში დამატებით წარმოდგენილ იქნას:

  • აკადემიური ნიშნით კვალიფიკაციის დადასტურებისას - დოქტორის აკა­დე­მიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხა­რი­ს­ხის და მოთხოვნილი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენ­ტები;
  • პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დადასტურებისას: მოთხოვნილი პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები, სპეციალური მომზადების ან/და პუბლიკაციების დამადასტურებელი დოკუმენტები, პედაგოგიური (პროფესორის, ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში) გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • ასისტენტის შემთხვევაში:

აკადემიური ნიშნით კვალიფიკაციის დადასტურებისას, უსდ-ს მიერ გაცემული ცნობა დოქტორანტურაში სწავლის შესახებ (სადოქტორო პროგრამის დასახელების, ჩარიცხვის თარიღის, სტუდენტის სტატუსის, პროგრამის სწავლის დასრულების შემდეგ მისანიჭებელი კვალიფიკაციის მითითებით);

 

კონკურსის ვადები

  • საკონკურსო საბუთების მიღება: 12.2024 – 11.12.2024;
  • კონკურსის პირველი ეტაპი - საბუთების გადარჩევა - 12. 2024- 13.12.2024;
  • კონკურსის მეორე ეტაპი - საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება - 12.2024-18.12.2024 (გასაუბრების ზუსტი დრო და თარიღი კონკურსანტს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ, კომისიის გადაწყვეტილებით, შესაძლოა კანდიდატს ეთხოვოს საცდელი ლექციის ჩატარება);
  • კონკურსის წინასწარი შედეგების გამოცხადება: 12.2024;
  • კონკურსის წინასწარი შედეგების გასაჩივრება (საპრეტენზიო განცხადებების მი­ღე­ბა): 12.2024;
  • საპრეტენზიო განაცხადების განხილვა - 12.2024 – 24.12.2024;
  • კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება: არაუგვიანეს 26 დეკემბრისა (თუ კონკურსის წინასწარი შედეგების გასაჩივრებისთვის დადგენილ ვადაში არ მოხდა კონკურსის წინასწარი შედეგების გასაჩივრება, მაშინ წინასწარი შედეგები მიიჩნევა ბნსუ - ში ჩატარებული კონკურსის საბოლოო შედეგად);
  • კონკურსში გამარჯვებულთა აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძა­ნების გამო­ცემა: არაუგვიანეს 12.2024.

კონკურსში გამარჯვებული პირები აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნებიან: პროფესორი - 5 წლის ვადით, ასოცირებული პროფესორი - 4 წლის ვადით, ასისტენტ-პროფესორი - 4 წლის ვადით, ასისტენტი - 4 წლის ვადით;

საკონკურსო საბუთების ან/და საპრეტენზიო განცხადებების მიღება განხორციელდება მითითებულ ვადებში, სამუშაო დღეებში, 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე ამო­ნა­ბეჭ­დი ფორმით (მისამართი: აჭარა, ქ. ბათუმი, თამარ მეფის გამზირი №38) ან ელექტრონული ფორ­მით (ბნსუ-ს ელ.ფოსტაზე: hr@bntu.edu.ge).

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ბნსუ-ს ადამიანური რესურსების სამსახურს  ტელ. +995 599 53 22 01; ელ. ფოსტა: hr@bntu.edu.ge