News Back

Science Foundations

27 September 2016

MEMO0003.JPG

2016 წლის 19 სექტემბერს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა საზეიმო ღონისძიება ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით. პირველკურსელებს მიესალმა უნივერსიტეტის ადმინისტაცია: ბნსუ-ს რექტორი, საზღვაო-საინჟინრო და ლოგისტიკის ფაკულტეტის დეკანები, დაწესებულების ლექტორ-მასწავლებლები. მათ მიულოცეს სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება და უსურვეს წარმატებები.

ამავე ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და კოლექტივმა პენსიაზე გააცილა ბნსუ-ს ღვაწლმოსილი თანამშრომელი, კანცელარიისა და კადრების განყოფილების ხელმძღვანელი, ქალბატონი ეთერ შერვაშიძე. თანამშრომლებმა მადლობა გადაუხადეს ქალბატონ ეთერს დაუღალავი შრომისა და იმ დიდი ღვაწლისათვის, რომელიც მას უნივერსიტეტის განვითარებაში შეჰქონდა დაარსების დღიდან. ბნსუ-ს ადმინისტრაციამ ქალბატონ ეთერ შერვაშიძეს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.