News Back

დაინტერესებულ მხარეთათვის პროგრამების წარდგენა (EN)

14 February 2024
2024 წლის 9 თებერვალს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ,,საერთაშორისო გადაზიდვების მართვისა“ და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა ,,სატრანსპორტო ლოგისტიკის“ განხილვა. შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონში მოქმედი სატრანსპორტო-საექსპედიციო კომპანიების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, აჭარის ა.რ. დასაქმების სააგენტოს დირექტორი, დარგის სპეციალისტები, დამსაქმებლები, კურსდამთავრებულები, სტუდენტები და სხვა დაინტერსებული პირები. შეხვედრაზე განხილულ იქნა კლასტერულ აკრედიტაციაზე წარსადგენი პროგრამების პროექტი. შეკრებილებმა მოისმინეს დარგის სპეციალისტების მოსაზრებები, რეკომენდაციები და რჩევები პროგრამის განვითარებისა და სრულყოფისათვის. შეხვედრის ბოლოს, გაფორმდა პრაქტიკის ხელშეკრულება ლოგისტიკურ კომპანია ,,ჯეოშიპინგთან“.