გაცნობითი შეხვედრა პირველკურსელთათვის ელექტრონული მონაცემთა ბაზების სარგებლობის შესახებ.
28 October 2019
მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა გაცნობითი შეხვედრა პირველკურსელთათვის ელექტრონული მონაცემთა ბაზების სარგებლობის შესახებ. ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა მოკლედ მიმოიხილეს უნივერსიტეტში არსებული თავისუფალი წვდომის ინტერნეტ-რესურსები, ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგი- მათი სარგებლობისა და გამოყენების წესები.
ბნსუ-ს ბიბლიოთეკა სამომავლოდაც გააგრძელებს მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარებას როგორც აკადემიური პერსონალისათვის, ასევე სტუდენტებისათვის, რათა უფრო მეტად ამაღლდეს ელექტრონული მონაცემთა ბაზების ცნობადობა უნივერსიტეტის სივრცეში.