ღონისძიება წიგნის კითხვის დღესთან დაკავშირებით (EN)
2 February 2024
2024 წლის 2 თებერვალს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა ღონისძიება წიგნის კითხვის დღესთან დაკავშირებით.
ბნსუ-ს სტუდენტებს ლიტერატურისა და წიგნის მნიშვნელობაზე ესაუბრა გამომცემელი, რედაქტორი, წიგნის კლუბის დამაარსებელი - მარი კორინთელი.
შეხვედრის მონაწილეებმა მარი კორინთელს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს.
ახალგაზრდებმა წაიკითხეს რჩეული წიგნებიდან ფრაგმენტები. ღონისძიებას დაესწრო ბნსუ-ს ადმინისტრაციული, აკადემიური და მოწვეული პერსონალი.
წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონი ადამიანი იღებს მონაწილეობას და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“. თარიღი საქართველოში უკვე მეცხრედ აღინიშნება და მის მიზანს წარმოადგენს კითხვის პოპულარიზაცია.
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი თარიღს მეოთხედ შეუერთდა.