Maritime Engineering Faculty
14 April 2015
მიმდინარე წლის 30 მარტიდან 5 აპრილამდე ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ლოგისტიკის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ქეთევან გოლეთიანმა და ამავე ფაკულტეტის პროფესორმა ბადრი გეჩბაიამ მონაწილეობა მიიღეს ქალაქ კოშიცეში (სლოვაკეთი) გამართულ ოთხდღიან საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში ,,უკრაინა - ევრიკავშირი, თანამედროვე ტექნოლოგიები, ეკონომიკა და სამართალი“. ზემოაღნიშნული კონფერენციის ფარგლებში ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტმა გააფორმა თანამშრომლობის ხელშეკრულება მიხაილ ბალუდიანსკის აკადემიურ საზოგადოებასა (სლოვაკეთი) და ჩერნიგოვის ეროვნულ ტექნიკურ უნივერსიტეტთან (უკრაინა).