News Back

შეხვედრა შუახევის მუნიციპალიტეტში

3 April 2017

shuaxevi.jpg

2017 წლის 22 მარტს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ შუახევის მუნიციპალიტეტის რესუსრცნტრს, შეხვდნენ და ესაუბრნენ სკოლების დირექტორებსა და მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებს.  დაწესებულების წარმომადგენლებმა წარუდგინეს მათ პრეზენტაცია ბნსუ-ს მატერიალურ-ტექნიკური რესურსის, საგანმანათლებლო პროგრამების, საგანმანათლებლო რესურსის, სტუდენტური ცხოვრების, უნივერსიტეტის პრიორიტეტების შესახებ, გასცეს პასუხები პრეზენტაციის პროცესში წამოჭრილ შეკითხვებს. ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი უხდის გულითად მადლობას შეხვედრის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს.