ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი

ბნსუ-ს ბიბლიოთეკით სარგებლობის შესაძლებლობა:

  • ბნსუ-ს ბიბლიოთეკა სტუდენტებისთვის, პროფესიული სტუდენტებისთვის და ბნსუ-ს პერსონალისთვის ხელმისაწვდომია კვირაში 6 დღე, ბიბლიოთეკის მუშაობის განრიგი: 09:00-21:00 სთ (ორშაბათი-პარასკევი, შესვენების გარეშე), შაბათს - 10:00-15:00 სთ;
  • ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული რესურსებით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ღია დაშვების სამკითხველო დარბაზში, ისე დადგენილი წესით - სამკითხველო დარბაზს გარეთ;
  • ბიბლიოთეკაში შესაძლებელია ბიბლიოთეკის მატერიალური რესურსით (ინტერნეტში ჩართული კომპიუტერებით, პრინტერით, ასლგადამღების და სკანირების აპარატით) და საერთაშორისო ელექტრონულ საბიბლიოთეკო ქსელით სარგებლობა;
  • ბნსუ-ს ბიბლიოთეკაში დაცული ფონდებით სარგებლობის მსურველი უნდა გაწევრიანდეს ბნსუ-ს ბიბლიოთეკაში - გაიაროს რეგისტრაცია. რეგისტრაციისათვის საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომლის საფუძველზე ხდება სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის/მაგისტრანტის გადამოწმება ჩარიცხულთა ბაზაში;
  • ბიბლიოთეკით სარგებლობის მსურველი უნდა გაეცნოს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს და დაადასტუროს აღნიშნული ხელმოწერით;
  • რეგისტრაციის გავლის შემდეგ გაიხსნება მკითხველის ბარათი;
  • მკითხველის სახელის, ტელეფონის ნომრის, მისამართის, პირადობის მოწმობის შეცვლის შემთხვევაში პირი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დროულად აცნობოს ბიბლიოთეკის თანამშრომელს.
  • ბნსუ-ს ბიბლიოთეკის პერსონალი სსსმ/შშმ პირების მომსახურების მიზნით, ითვალისწინებს მათ საჭიროებებს და უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების მიღწევისათვის საჭირო საგანმანათლებლო რესურსით;

წიგნების/სხვა მასალის გატანა და დაბრუნება:

  • ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა წიგნები, აუდიო-ვიდეო და ელ. მატარებლებზე (ელ. დისკზე) არსებული მასალები (შემდგომში - მასალები), რომლებიც ბიბლიოთეკაში მხოლოდ ერთ ეგზემპლარად არის დაცული. ასეთი წიგნით/მასალით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში;
  • მკითხველს შეუძლია ბიბლიოთეკიდან გაიტანოს ის წიგნები/მასალები, რომლებიც ბიბლიოთეკაში წარმოდგენილია რამდენიმე ეგზემპლარის სახით;
  • მკითხველს შეუძლია წიგნიდან საჭირო ადგილების ან/და მთლიანად წიგნის ასლის გადაღება, თუ ასეთი მოქმედება არ გამოიწვევს წიგნის დაზიანებას ან საავტორო უფლებების დარღვევას;
  • სახელმძღვანელოები, ჟურნალები, წიგნები და სხვ. მასალები, რომლებიც სასწავლო კურსის განმახორციელებლის წინასწარი განცხადების შესაბამისად საჭიროა ამა თუ იმ ლექციის/პრაქტიკული მეცადინეობების ჩასატარებლად, ბიბლიოთეკიდან შეიძლება გატანილ იქნას მხოლოდ 24 სთ-ის ვადით;
  • ბიბლიოთეკიდან წიგნები/მასალები გაიცემა ერთი კვირის ვადით;
  • გატანილი წიგნის/მასალის დაბრუნების ვადის დადგომისთანავე (ერთ კვირაში), მკითხველი ვალდებულია გატანილი წიგნი/ მასალა დაუბრუნოს ბიბლიოთეკას;
  • საჭიროების შემთხვევაში, მკითხველს შეუძლია წიგნის/მასალის განმეორებით გატანა ერთი კვირის ვადით იმ შემთხვევაში, თუ წიგნზე/მასალაზე არ შემოსულა სხვა განაცხადი;
  • თუ მკითხველი ვერ აბრუნებს წიგნს/მასალას ერთი კვირის გასვლის შემდეგ, იგი ვალდებულია შეატყობინოს ბიბლიოთეკას აღნიშნულის შესახებ და ახსნას მიზეზები;
  • ბიბლიოთეკა უფლებამოსილია თვითონ უზრუნველყოფს წიგნის/მასალის დაბრუნება, მიმართოს ბნსუ-ს ადმინისტრაციას შესაბამისი ღონისძიების გატარების ან ჯარიმის დაწესების მიზნით (წიგნის/მასალის დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში);
  • ბიბლიოთეკარს შეუძლია მოითხოვოს ბიბლიოთეკიდან გატანილი წიგნის/მასალის ვადამდე დაბრუნება. ასეთ შემთხვევაში მკითხველი ვალდებულია გატანილი წიგნი/მასალა დააბრუნოს შეტყობინებიდან 24 საათის განმავლობაში. ბიბლიოთეკის აღნიშნული მოთხოვნა უნდა იყოს არგუმენტირებული და დროულად იყოს ცნობილი მკითხველისთვის.

 გატანილი წიგნის/მასალის დაკარგვა:

  • გატანილი წიგნის/მასალის დაკარგვის შემთხვევაში მკითხველი ვალდებულია მიაწოდოს ბიბლიოთეკას დაკარგული წიგნის/მასალის ანალოგი ან გადაიხადოს ჯარიმა წიგნის/მასალის ღირებულების ოდენობით;
  • ბიბლიოთეკის თანამშრომელს აქვს უფლება არ გაატანოს საბიბლიოთეკო მასალები იმ პირებს, რომლებიც შემჩნეულნი არიან ბიბლიოთეკით სარგებლობის წესების დარღვევაში. გატანილი წიგნების/მასალების დაბრუნების ვადის დარღვევაში, წიგნების/მასალების დაზიანებაში/განადგურებაში ან დაკარგვაში.

წიგნებთან/მასალებთან მოპყრობის წესები:

  • დაუშვებელია წიგნის გვერდის გადაკეცვა;
  • დაუშვებელია დაზიანებული ფურცლების/ყდის დაწებება (დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართეთ ბიბლიოთეკარს);
  • დაუშვებელია წიგნში/ნაბეჭდ მასალების გვერდებზე შენიშვნების, კომენტარის, ხაზგასმის, მინაწერების და სხვ.გაკეთება;
  • დაუშვებელია სანიშნის მაგივრად ისეთი საგნების გამოყენება,რომლებიც დააზიანებენ წიგნს;
  • დაუშვებელია წიგნის გაუხსნელი გვერდების დამოუკიდებლად გახსნა (ამ შემთხვევაში მიმართეთ ბიბლიოთეკის თანამშრომელს);
  • წიგნის/მასალის მიღებისას მაშინვე შეამოწმეთ წიგნის/მასალის ვარგისიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგეკისრებათ წიგნის/მასალის დაზიანების ჯარიმის გადახდა;
  • უხეში მოპყრობისას ან დაზიანების შემთხვევაში (გვერდების ამოხევა, დაზიანება და სხვ.) მკითხველი აანაზღაურებს დაზიანებული/განადგურებული წიგნის საფასურს (გადაიხდის ჯარიმას წიგნის ღირებულების ოდენობით) და ვეღარ ისარგებლებს ბნსუ-ს ბიბლიოთეკით;
  • დაუშვებელია ელ.დისკების დაგდება, კომპიუტერში დატოვება, დისკებზე წარწერების გაკეთება;
  • ელ.დისკის მიღებისას შეამოწმეთ დისკი და გაითვალისწინეთ, რომ ბიბლიოთეკაში დაბრუნებული ელ.დისკი, ასევე, შემოწმდება. დისკის დაზიანების შემთხვევაში მკითხველი გადაიხდის ჯარიმას დისკზე ჩაწერილი მასალის ღირებულებისო დენობით;
  • დაუშვებელია ბიბლიოთეკაში ისეთი მასალის შეტანა, რომელმაცშ ეიძლება დააზიანოს საბიბლიოთეკო ფონდი.

მკითხველის ვალდებულებაა:

  • დაიცვას სიჩუმე, საზოგადოებრივი წესრიგი, ქცევისა და ჰიგიენური ნორმები;
  • დაათვალიეროს წიგნი/მასალა მიღებისას დადეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს ბიბლიოთეკის თანამშრომელს;
  • გაუფრთხილდეს ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკურ რესურსს. 

ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ქცევის წესები:

  • სავალდებულოა ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში წესრიგის დაცვა;
  • წიგნის/მასალის გამოყენების შემდეგ დაუშვებელია მისი თვითნებურად თაროზე განთავსება, წიგნი/მასალა უნდა გადაეცეს ბიბლიოთეკის თანამშრომელს;
  • ყველა წარმოქმნილი პრობლემის გადასაწყვეტად მიმართოს ბიბლიოთეკის თანამშრომელს;
  • სამკითხველო დარბაზში ნებადართულია მხოლოდ ბოთლში ჩამოსხმული წყლის შეტანა.

ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში აკრძალულია:

  • მოწევა, ხმაური, საუბარი, სამკითხველო დარბაზში ზედმეტი გადაადგილება და სხვ.;
  • მობილური ტელეფონის გამოყენება;
  • წიგნების/მასალების დამალვა, მოპარვა, დაზიანება და არსათანადოდ მოპყრობა (ამ შემთხვევაში მკითხველი გადაიხდის ჯარიმას, რომლის ოდენობას განსაზღვრავს ბნსუ-ს ადმინისტრაცია მიყენებული ზიანის გათვალისწინებით. ასევე, დაჯარიმებულ პირს ჩამოერთმევა ბნსუ-ს ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლება).

ზემოთ მითითებული წესების შეუსრულებლობა გამოიწვევს ბიბლიოთეკის წევრობის გაუქმებას.