ტრენინგები, სახელწოდებით: თანამედროვე საბიბლიოთეკო სტანდარტები
13 თებერვალი 2024
2024 წლის 5-9 თებერვალს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, მაკა გეგეშიძემ და ბიბლიოთეკის სპეციალისტმა, ინგა ქავჟარაძემ გაიარეს ონლაინ ტრენინგები, სახელწოდებით:
- თანამედროვე საბიბლიოთეკო სტანდარტები
- თანამედროვე ბიბლიოთეკის როლი და მნიშვნელობა განათლების სისტემაში.
ტრენინგზე განხილულ იქნა თანამედროვე სტანდარტები და მოთხოვნები უნივერსიტეტის ბიბლიოთეკების მიმართ. ტრენინგის ბოლოს ბიბლიოთეკარებს გადაეცათ მონაწილეობის სერთიფიკატები.