ვორქშოფი "სამეცნიერო ბაზების გამოყენება"
2024 წლის 29 მარტსა და 1 აპრილს, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, სამეცნიერო ბაზების გამოყენების ვორქშოფი გაიმართა.
ვორქშოფის განმავლობაში მოწვეულმა და აკადემიურმა პერსონალმა, ასევე სტუდენტებმა სამეცნიერო ბაზებში ნავიგაციისა და ლიტერატურის ძიების პროცესები განახორციელეს. ვორქშოფს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, მაკა გეგეშიძე ხელმძღვანელობდა.
აღნიშნული ვორქშოფი რეგულარულად, სემესტრში ერთხელ ხორციელდება, როგორც აკადემიური პერსონალისთვის, ასევე სტუდენტებისთვის, რაც ხელს უწყობს სამეცნიერო ბაზების შესახებ ბიბლიოთეკის მკითხველთა ცნობიერების ამაღლებას და უნივერსიტეტის ბაზაში მათი ჩართულობის სტატისტიკური მაჩვენებლის ზრდას.