ბიბლიოთეკის სიახლეები უკან

Withersbys Library

4 დეკემბერი 2023
2023 წლის 29 ნოემბერს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ლექტორმა, ბექა სიხარულიძემ, ნავიგაციის მიმართულების მეორე კურსის სტუდენტებს გააცნო საზღვაო დარგის ელექტრონული ბიბლიოთეკა :"Withersbys Library". აღნიშნული ელექტრონული ბაზა წარმოადგენს IMO- ს ოფიციალური გამოცემების რესურსს და მასში წარმოდგენილია უახლოესი ნორმატიული დოკუმენტები და გამოცემები საზღვაო დარგში. სასწავლო წლის დასაწყისში ბნსუ-ს ადმინისტრაციამ განაახლა გამოწერა "Withersbys Library", რომელიც ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის სივრცეში.