სამეცნიერო ბაზები

scopus-ეს არის ,,ელსევიერის’’ აბსტრაქტული და ციტირების მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიქმნა 2004 წელს. Scopus-ი მოიცავს დაახლოებით 36,377 წყაროს დასახელებას,  11,678 გამომცემლისგან.  მონაცემთა ბაზის სამეცნიერო მიმართულებებია: სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები, ფიზიკური მეცნიერებები და ჯანდაცვა. Scopus-ში გაერთიანებული  ყველა ჟურნალი,  იძლევა საშუალებას,  წყაროს ხარისხი ოთხი ტიპის საზომით შევაფასოთ. ესენია: h- ინდექსი, CiteScore, SJR და SNIP.

sciencedirect-სამეცნიერო და სამედიცინო კვლევების მონაცემთა ბაზაა. ის 1997 წლიდან ფუნქციონირებს და ,,ელსევიერის” ბაზაზეა დაფუძვნებული. ბაზა 12 მილიონზე მეტ მონაცემს შეიცავს და აერთიანებს 3,500 აკადემიურ ჟურნალსა და 34,000 ელექტრონულ  წიგნს. ჟურნალები დაჯგუფებულია ოთხ  ძირითად  ნაწილად: ფიზიკური მეცნიერებანი და ინჟინერია, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, ჯანდაცვის მეცნიერებები და სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები. სტატიების აბსტრაქტები ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ   ტექსტებზე სრული წვდომისთვის (PDF და HTML ფორმატში)  სააბონენტო საფასურია გადასახდელი.

fundinginstitutional-(ინსტიტუციონალური დაფინანსების პლატფორმა) ეს ბაზა განკუთვნილია მკვლევარებისთვის, ეხმარება მათ კვლევის პროგრამის სტრატეგიების მოძიებასა და დაფინანსების შესასძლებლობების პოვნაში. ამ ბაზაში თავმოყრილია სახელმწიფო და კერძო დაფინანსების გამცემი ორგანიზაციების წყაროები. ბაზა   ყველა დაფინანსებული კვლევის კატალოგსაც გვთავაზობს.

Duke University Press Journals ONLINE-ეს მონაცემთა ბაზა მოიცავს 44 დასახელების ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ჟურნალს. მათ შორის 19 ჟურნალი არის Scupus ციტირების ბაზაში, 18 ჟურნალს აქვს ხელოვნებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების ციტირების ინდექსი, ხოლო 9 ჟურნალი ინდექსირებულია სოციალური მეცნიერებების ციტირებაში.

Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books-მოიცავს 7 დასახელების ჟურნალს სამართალსა და მენეჯმენტში. ასევე 280 დასახელების სასწავლო ელექტრონულ წიგნს - სამართალში,  ეკონომიკასა და მენეჯმენტში.

The IMechE Journals-ესაა მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს SAGE-ის მიერ გამოქვეყნებულ 18 ჟურნალს - საინჟინრო მექანიკის დარგში.  ბაზაში ასევე თავმოყრილია, საინჟინრო მექანიკის დარგში 1847 წლიდან  დღემდე   გამოცემული, ყველა  ჟურნალის  სრული ნუსხა.

Royal Society Publishing-ეს ბაზა მოიცავს 9 იმპაკტ-ფაქტორიან ჟურნალს- ფიზიკის, ბიოლოგიისა და სამეცნიერო დისციპლინების დარგში.  ბაზას დიდი საარქივო მასალა აქვს. ამათგან ყველაზე ძველი  1665 წელსაა გამოცემული.   

SAGE Journals-საერთაშორისო ჟურნალების მონაცემთა ბაზაა:  ბიზნესის, ჰუმანიტარული, სოციალური, ტექნოლოგიური და მედიცინის მეცნიერებების მიმართულებით.  ბაზაში  2018 დასახელების ჟურნალი და 1023 სტატიის სათაურია.

Cambridge Journals Online-კემბრიჯის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზა მოიცავს მხოლოდ ადგილობრივ ელექტრონულ წიგნებსა და ჟურნალების ნუსხებს და გვიჩვენებს ციტირების ინდექსებს. ტექსტები წარმოდგენილია აბსტრაქტების სახით.

msp.org-მათემატიკური სამეცნიერო ჟურნალების ბაზა, რომელიც მოიცავს მათემატიკის ყველა მიმართულებას. ბაზას ყოველწლიურად ემატება 17 000 - ზე მეტი სამეცნიერო სტატია. ამ ბაზაზე დაშვება თავისუფალია.

openedition.org-მონაცემთა ელექტრონული ბაზაა ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით. აქ თავმოყრილია როგორც ელექტრონული წიგნები, ასევე სამეცნიერო ჟურნალები და ღონისძიებების კატალოგებიც. ბაზა სისტემატურად ახლდება.

ERIC (the Education Resource Information Center)-გთავაზობთ წდომას სხვადასხვა დარგის ინდექსირებულ ჟურნალზე (მათ შორის საზღვაო დარგის ლიტერატურასა და სტატიებზე). მონაცემთა ბაზა ყოველწლიურად ახლდება  და ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის. 

The ACM Digital Library – გამოთვლითი მანქანების ასოციაცია, აკადემიური და სამეცნიერო ინტერესებისათვის. სამეცნიერო ბაზა მოიცავს 1908 წლიდან -დღემდე დაახლოებით 3 მილიონზე მეტ გამოცემულ  გამოცემას, გვიჩვენებს ასევე  ციტირების ინდექსს.

ეს არის ციფრული ბიბლიოთეკის პლატფორმა, კვლევებისა და აღმოჩენებისათვის, რომელიც მოიცავს  შემდეგ თემატიკას:

  • სრული ტექსტები, როგორც წიგნებიდან, ასევე ჟურნალებიდან და კონფერენციის მასალები
  • შერჩეული გამომცემლების კოლექციების პუბლიკაციების სრული ტექსტები.
  • ACM–ის გზამკვლევი კომპიუტერულ ლიტერატურაზე , თავისი  ბიბლიოგრაფიული მონაცემთა ბაზით, რომელიც ორიენტირებულია ექსკლუზიურად გამოთვლით სფეროზე

ბაზა საშუალებას აძლევს დააკავშიროს ერთმანეთს ავტორები, ნაშრომები და ინსტიტუტები.

 

მოცემული ბაზებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ სასწავლო უნივერსიტეტის სივრციდან.