ენების შემსწავლელი სკოლა

ენების შემსწავლელი სკოლის ფუნქციაა ბნსუ-ს სტუდენტებს, პროფესიულ სტუდენტებს და პერსონალს, უცხო ენის შესწავლით დაინტერე­სე­ბულ სხვა პირებს მიეცეთ საშუალება შეისწავლონ უცხო ენები, როგორც სასაუბრო, ისე პროფესიული ტერმინოლოგიის ფლობის დონეზე. ასევე, სკოლის ფუნქციებში შედის:

  • ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული უცხო ენების ცოდნის დონეების შესაბამისად, ინგლისური, გერმანული, ფრანგული და რუსული ენების შესწავლა;
  • უცხოენოვანი სტუდენტების მიერ ევროპის საბჭოს შემუშავებული უცხო ენების ცოდნის დონეების შესაბამისად, ქარ­თუ­ლი ენის შესწავლა და/ან ენის ფლობის გაუმჯობესება;
  • ბიზნეს ინგლისური, გერმანული, ფრანგული და რუსული ენების შესწავლა;
  • პროფესიული ტერმინოლოგიის შესწავლა (ბნსუ-ში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების სპეციფიკის გათვალისწინებით);
  • სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებების, სწა­ვლების შესაძლო დაფინანსების, სტიპენდიებისა და გრანტების შე­სახებ ინფორმაციის მოძიებაში დახმარება;
  • სხვადასხვა გაცვლით პროგრამებში, პროექტებში და სხვ. მონაწილეობის მიღებაში დახმარების გაწევა;
  • სპეციალური ლიტერატურით, სხვადასხვა ტესტების მოსამზადებელი ლიტერატურით, აუდიო-ვი­დეო მასალებით, ელექტრონული რესურსებით სწავლა-სწავლების უზრუნ­ვე­ლ­ყო­ფა;
  • სპეციალისტების მოწვევა სხვადასხვა კურსების ჩასატარებლად;
  • რეალურ გარემოში ენობრივი კომპეტენციების დახვეწის მიზნით სტაჟირების გავლაში დახმარება;
  • ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებში აბიტურიენტების მომზადება;
  • სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალის და უცხო ენების სპეციალის­ტე­ბის პერიოდული მოწ­ვე­ვა მეცადინეობების, ხოლო უცხოელი სპეციალისტების - კონსუ­ლტაციებისა და მასტერკლასის ჩატარების მიზნით;
  • საქართველოს და უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და სხვ. პარტნიორული ურ­თი­ერთო­ბე­ბის დამყარება ენის შემსწავლელი პროგრამების გაუმ­ჯობესების, ახალი სასწავლო-მეთოდური ლიტერა­ტუ­რით უზრუნველ­ყო­ფის, სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიის დანერგვის, მო­წი­ნავე გა­მოც­დი­ლების გაზიარების, სკო­ლის კურსდამთავ­რე­ბუ­ლ­თა მიერ ენის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატების მიღების შესაძლებლობის ხელშეწყობის მიზნით;
  • სკოლაში ენის შესწავლის პროგრამის დაძლევის შემთხვევაში ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის შიდა საუნი­ვერ­სიტეტო სერთიფიკატების გაცემა.

ენების შემსწავლელი სკოლის დებულება