რეზიუმეს (CV) მომზადება საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა. CV იგივე Curriculum Vitae ლათინური სიტყვაა და ქართულად „ცხოვრების გზას“ ნიშნავს. CV დოკუმენტია, რომელიც წარმოაჩენს თქვენს პროფესიულ და აკადემიურ ისტორიას. CV ლაკონური და სტრუქტურირებული უნდა იყოს. CV-ით ექმნება პირველი შთაბეჭდილება დამსაქმებელს თქვენ შესახებ. სწორად შექმნილი CV წინგადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია კარიერული განვითარების გზაზე.
რა იწერება რეზიუმეში?:
პერსონალური ინფორმაცია:
- სახელი, გვარი;
- მისამართი, ტელეფონი (ქვეყნისა და ქალაქის კოდის მითითებით);
- დაბადების ადგილი და თარიღი;
- ელექტრონული ფოსტა.
განათლება:
- დაიწყეთ სკოლის დამთავრების შემდგომი ეტაპიდან; მიუთითეთ უმაღლესი/პროფესიული სასწავლებელი, ფაკულტეტი და სპეციალობა; სასწავლებლის დამთავრების თვე და წელი; არ შეამოკლოთ უნივერსიტეტის, კოლეჯის, და ა.შ. დასახელება;
- არ მოგერიდოთ და აუცილებლად ჩაწერეთ მასში ინფორმაცია ,,წითელი დიპლომის’’, სიგელების, სტაჟირების, სამეცნიერო ხარისხის შესახებ (რა თქმა უნდა, ასეთების არსებობის შემთხვევაში).
- გახსოვდეთ, ინფორმაცია თქვენი აკადემიური/პროფესიული განათლების შესახებ რაც შეიძლება დეტალური უნდა იყოს;
სამუშაო გამოცდილება
- ორგანიზაციის დასახელება სრულად;
- მუშაობის ხანგრძლივობა;
- რას საქმიანობდით კონკრეტულ ორგანიზაციაში (თქვენი თანამდებობა; განყოფილება, სადაც მუშაობდით; მოვალეობები; მიღწევები).
განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეთ ვაკანსიასთან დაკავშირებულ კომპეტენციებსა და საქმიან გამოცდილებაზე.
- ენების ცოდნა;
- ტრენინგები;
- კომპიუტერული პროგრამები;
- მართვის მოწმობა;
- განსაკუთრებული უნარები;
რეკომენდაცია (მოთხოვნის შემთხვევაში);
- სრულად იწერება ’’რეკომენდატორების’’ სახელი, გვარი, თანამდებობა, სამუშაო ადგილი და საკონტაქტო ინფორმაცია.
- რეკომენდატორი, როგორც წესი, უნდა იყოს სულ ცოტა ორი, ისიც ხელმძღვანელებიდან და არა იმავე თანამდებობის პირებიდან, რა თანამდებობაც თქვენ გიკავიათ ან გეკავათ).