კურსდამთავრებულთა კლუბი

ბნსუ-ს კურსდამთავრებულთა კლუბი არის ,,ბათუმის საზღვაო კოლეჯის - მეზღვაურთა სკოლისა“ და ,,ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის“ კურსდამთავრებულთა   გაერთიანება. 

დღეისათვის კურსდამთავრებულთა კლუბი მოიცავს 80 წევრს; მისი თავმჯდომარეა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის კურსდამთავრებული (2013-17) მიხეილ ფურცხვანიძე.

მისი მიზანია  კურსდამთავრებულთა ჩართვა კმაყოფილების კვლევის, უნივერსიტეტის შეფასების, ახლი საგანმანათლებლო პროგრამების განხილვისა და სხვა, ბნსუ-ს სწორი განვითარებისათვის აუცილებელ პროცესებში.

კურსდამთავრებულთა კლუბის წევრები იკრიბებიან ბნსუ-ში წელიწადში ერთხელ, მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში.