სტუდენტური სერვისების სამსახური

სტუდენტური სერვისების სამსახური ხელს  უწყობს ბნსუ-ის სტუდენთა და პროფესიული სტუდენტების რეალურ სამუშაო გარემოში მუშაობის პრექტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-სრულყოფას და პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირებასა და კურსდამთავრებულთა დასაქმებას.

სამსახური განკუთვნილია ბნსუ-ის სტუდენტებისა და ბნსუ-ის კურსდამთავრებულებისთვის.

სტუდენტური სერვისების სამსახური  
  • აქტიურად თანამშრომლობს პოტენციურ დამსაქმებლებთან;
  • ხელს უწყობს სტუდენტების პოტენციურ დამსაქმებლებთან პრაქტიკის გავლას;
  • სტუდენტებსა და პოტენციური დამსაქმებლებს ახვედრებს და აცნობს ერთმანეთს - კონსულტირების, დასაქმების ხელშეწყობის და შრომის ბაზრის მოთხოვნების გაცნობის მიზნით;
  • კურსდამთავრებულთა დასაქმების და კონკურეტუნარიანობის უზრუნველყოფისთვის ეცნობა პოტენციური დამსაქმებლების მოსაზრებებს და შენიშვნებს
  • ეხმარება სტუდენტებს კარიერის დაგეგმვაში;
  • აწვდის ინფორმაციას სწავლის პარალელურად დასაქმების შესაძლებლობის შესახებ;
  • ქმნის დასაქმებულ სტუდენთა ბაზას, აგროვებს მონაცემებს კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და კარიერული ზრდის თაობაზე;
  • სისტემატურად სწავლობს დამსაქმებელთა აზრს მათთან დასაქმებული კურსდამთავრებულებით კმაყოფილებისა და მათი კვალიფიკაციის შეფასების მიზნით;
  • ატარებს ტრენინგებს - დასაქმებისთვის საჭირო უნარების (CV შედგენა, სამოტივაციო წერილის დაწერა, ტესტირებისა და ინტერვიუსთვის მზადება, გასაუბრებაზე მოქცევის წესები და თვითპრეზენტაცია) განვითარებისთვის.